ბოტანიკურ ბაღში ეთნობოტანიკური კუთხე მოეწყობა

ეთნობოტანიკური

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ეთნობოტანიკური კუთხის მოწყობაში დაეხმარება; მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი საქართველოში გავრცელებული საკვები, დეკორატიული და სამკურნალო კულტურული სახეობების ადგილობრივი ჯიშების შესწავლასა და პოპულარიზაციას გულისხმობს.

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მოეწყობა ერთობლივი სადემონსტრაციო ნაკვეთები.

„სამწუხაროდ, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ცნობადობა ძალიან დაბალია; მივესალმებით ახალ წამოწყებას თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეიქმნას ეთნობოტანიკური კუთხე, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა მასშტაბურად წარმოვაჩინოთ ქართული ჯიშის ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლოვანი, ხეხილოვანი კულტურები და ვაზი“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ცენტრი მზად არის ბოტანიკურ ბაღთან სხვადასხვა მიმართულებით სათანამშრომლოდ, მათ შორის, ბაღის კუთვნილ ლაბორატორიებში განახორციელოს ნიადაგის ანალიზი.

თქვენი რეკლამა