სურსათის უვნებლობის სახელმღვანელო მცირე მარნებისთვის

736 Views

,,სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო მცირე მარნებისათვის“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ღვინისა და ღვინის ტურიზმის სექტორში მოქმედ მცირე საწარმოებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვას, მომხმარებლისთვის მიწოდებული ღვინისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებას და კომპანიების ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას.

ხშირად მცირე მეწარმეები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით მათი არცოდნის ან რესურსების ნაკლებობის გამო.

ამ ფაქტის გათვალისწინებით შემუშავდა წინამდებარე სახელმძღვანელო მცირე ზომის მარნებისთვის, რომლებიც სახლის ღვინოს აწარმოებენ, ჩართული არიან ღვინის ტურიზმში. მისი მიზანია, დაეხმაროს ამგვარ ობიექტებს, დააკმაყოფილონ საქართველოს კანონმდებლობა ან/და საექსპორტო ბაზრის მოთხოვნები და ამით შეასრულონ უვნებელი პროდუქტის წარმოების ვალდებულება.

„სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო მცირე მარნებისათვის“ მომზადდა სურსათის ეროვნული სააგენტოსა და „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის თანამშრომლობით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ღვინო, მარნები, სახელმძღვანელო, ფერმერი

In : PDF

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
საფენის ბაქტერიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB