„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – „ვუდსის“; „თამაშობანას“; „ოდინდელის“; „კოკიტოს“; „ცაცია ოსტატის“; „დინოს“; „რუსანას“; „გოგორას“; „იკო კიდსის“; „თვითის“ სათამაშოები.
Spielwarenmesse გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1949 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენაა.
Spielwarenmesse-ს ესწრებიან სათამაშოების ბიზნესთან ასოცირებული მწარმოებლები, სავაჭრო ვიზიტორები, მედიის წარმომადგენლები. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად 70 000-ს აჭარბებს. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60 ქვეყნის 3 000-მდე სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ.
„აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წლებია თანამშრომლობენ სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპერტების დახმარებით, ქართული კომპანიების მომზადებისა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით, მათ შორის, საბაზრო კავშირების გაფართოებისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით.