საქართველოს ისტორიაში ქვევრს და ქვევრის ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.
დღესდღეობით ქვევრის ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ქვევრის ღვინის მწარმოებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა ადასტურებს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვევრის და ქვევრის ღვინის მწარმოებლების პრაქტიკული გამოცდილების აღწერა და გაზიარება.
წინამდებარე სახელმძღვანელო ქვევრის ღვინის კლასტერის პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მოიცავს როგორც ქვევრის დამზადების, ასევე ქვევრში ღვინის დაყენების ყველა ეტაპს.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ
იხილეთ აგრეთვე: ღვინის დაყენება შინაურ პირობებში, ყურძნის დაკრეფიდან – მარნამდე