„დედამიწის საათის“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების გაერთიანებას პლანეტის დასაცავად, ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ბუნების კარგვის შესახებ.
კამპანია მოუწოდებს მხარდამჭერებს, სიმბოლურად, ერთი საათით სინათლის ჩაქრობასთან ერთად, გაავრცელონ ინფორმაცია არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევებზე.
„დედამიწის საათი“, დღეისათვის, 190-ზე მეტ ქვეყანასა და მილიონობით ადამიანს აერთიანებს.
კამპანიის მონაწილეები ადგილობრივი დროით 20:30 საათზე ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებენ და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავენ.
„დედამიწის საათს“ საფუძველი 2007 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით ჩაეყარა.
„დედამიწის საათი” 23 მარტს აღინიშნება.