რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კაკლოვანი პროდუქტები: კაკალი, ნუში, პეკანი, თხილი – თუ გვსურს მათი ექსპორტზე გატანა? კრებულში მოცემულია, როგორც მთლიანი პროდუქტის ისე ცალკე ნაჭუჭის და გულის ხარისხის მინიმალური მოთხოვნები.
წინამდებარე დოკუმენტში განხილულია ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარკეტინგული სტანდარტები, გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტანდარტები.
ყველა მეწარმემ, რომელთაც სურთ სხვადასხვა სურსათის ექსპორტი, უნდა გაითვალისწინოს საექსპორტო ქვეყნის მარკეტინგული სტანდარტები, რომლებიც განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით და განსაზღვრავს სხვადასხვა პროდუქტის მინიმალური ხარისხის, შეფუთვის, ზომისა თუ აღნიშვნის წესებსა და მოთხოვნებს.
დაკლიკეთ ფოტოზე (დაკომენტზე) და წაიკითხეთ