შავი ფიჭვი – ძირითადი მახასიათებლები

შავი, ფიჭვი

შავი ფიჭვი (Pinus nigra) ოჯახი- ფიჭვისებრნი (Pinaceae Lindl).

შავი ფიჭვი ტანმაღალი 25 (40) მ სიმაღლის ხეა. საქართველოში შემოტანილი ფიჭვის სახეობებიდან კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება.

ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის განაპირა რაიონებში და დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში.

შავი ფიჭვის ხის ღერო დაფარულია მუქი შავი ქერქით, რომელიც ღეროს სიგრძეზე და გარდიგარდმო დამსკდარია. მერქანი წითელი გულისა და თეთრი ცილისაგან შედგება.

დამოკლებულ ტოტებზე 8-13 სმ სიგრძის, წყვილი მაგარი და მკვრივი წიწვი აქვს. გირჩი 8 სმ. სიგრძის მოყვითალო ნაცრისფერია, ფრთიანი თესლი წვრილი ზომისაა.

გირჩი

შავი, ფიჭვი

ყვავილობს აპრილში, ნაყოფის დამზადების სეზონი X-III თვეები, თესლის გამოსავლიანობა 2,5-3%, 1000 ცალი თესლის წონა 22,4 გრ-ია, თესლის შენახვის ვადა 4-5 წელია, 1 გრძ.მ-ზე ითესება 4გრ. თესლი, 1 ჰა-ზე 120კგ. თესვის სეზონია გაზაფხული.

ნიადაგის მიმართ შავი ფიჭვი ძლიერ შემგუებლობას იჩენს. იზრდება მშრალ, კირნარ, თიხნარ ნიადაგებზე და ქვიშნარებზე.

შავი ფიჭვი (პირამიდალისი) Pinus nigra (Piramidalis).

შავი, ფიჭვი

კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით (განსაკუთრებით გვერდითი ფესვები) ხასიათდება.

მისი გაშენება შეიძლება, როგორც დაბლობებში, ისე ყველა ვერტიკალურ სარტყელში, ზღვის დონიდან 2000 მ-მდე.

შავი ფიჭვი (ავსტრიული)  Pinus nigra (Pinus austriaca).

შავი, ფიჭვი

ნორჩი მეტყევის ცნობარი

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა