მოცვი მრავალწლიან-ბუჩქოვან, კენკროვან მცენარეს წარმოადგენს. მისი წარმოება საქართველოში დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. ამ კულტურის მოვლა-მოყვანისას ქართველი ფერმერები გარკვეულ წინააღმდეგობებსა და პრობლემებს აწყდებიან, მცენარის ზრდა-განვითარებაზე და ნაყოფის ჩამოყალიბებაზე ბევრი ბიოტური თუ აბიოტური ფაქტორი ახდენს გავლენას.
გვინდა შემოგთავაზოთ ორეგონის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული სტატია, რომელიც ვფიქრობთ დაგეხმარებათ ამ კულტურის უკეთესად გაცნობაში.
მაღალბუჩქოვანი მოცვის ჯიშები როგორც წესი 6-8 წელში შედიან სრულ მსხმოიარობაში. წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი თავისი კლიმატითა და ნიადაგური პირობებით ხელსაყრელია ამ კულტურის წარმოებისათვის. რეგიონების მიხედვით საადრეო ჯიში – დიუკის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 17-25 ტონას შეადგენს. დაახლოებით იგივეა მოსავლიანობა საშუალო და გვიანი სიმწიფის ჯიშებისთვისაც, როგორიცაა: ლიბერთი, ლეგასი, ელიოტი, ავრორა. მცენარის ფიზიოლოგიის კარგად შეცნობა მნიშვნელოვანია მოვლა-მოყვანის საუკეთესო პრაქტიკების დასანერგად, რათა მივიღოთ სტაბილურად მაღალი მოსავალი და ნაყოფის უმაღლესი ხარისხი.
იმისათვის რომ დავნერგოთ სწორი მენეჯმენტი ჩვენს პლანტაციებში, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მცენარის ფესვთა სისტემა, ყლორტების ზრდა, ფოტოსინთეზი, ტრანსპირაცია, ყვავილობა და მიძინების ეტაპები.
ფესვები
მოცვს აქვს ფუნჯა, ზედაპირული ფესვთა სისტემა. 1 მმ-ზე მეტი დიამეტრის ფესვები ამაგრებს მცენარეებს ნიადაგში, წყალი და მასში გახსნილი საკვები ნივთიერებები გადააქვს მცენარის ყლორტებში.
შემდეგი ტიპის ფესვი მუქი ყავისფერია, რომელიც უფრო დიდხანს ცოცხლობს. (150 მიკრონიდან-1მმ-მდე, ადამიანის თმის სისქეზე ოდნავ მეტი). მისი ძირითადი ფუნქცია წყლისა და მასში გახსნილი საკვები ელემენტების შეთვისებაა.
ყველაზე უფრო წვრილი ფესვები (დიამეტრი 40-75მიკრონი) არის თეთრი ან ღია ყავისფერი. მათი სიცოცხლისუნარიანობა შედარებით ხანმოკლეა და 115-120 დღეს შეადგენს. სწორედ ეს ფესვებია ყველაზე მეტად აქტიური მკვებავები. ამ ტიპის ფესვები ხშირად კოლონიზებულია მიკორიზული სოკოებით. ეს სოკოები ეხმარებიან მცენარეს ნიადაგიდან საკვები ელემენტების შეთვისებაში, ხოლო თავად მოიხმარენ მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს. მათი სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობის გამო მცენარე მუდმივად ახდენს მათ განახლება/შეცვლას ახალი ბუსუსა ფესვებით.
მოცვის მცენარეები ახალ ფესვებს გამოიმუშავებენ მთელი წლის განმავლობაში. ფესვების ზრდა ჩვეულებრივ იწყება აპრილის დასაწყისში, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა აღწევს დაახლოებით 10-12 გრადუსს.
ფესვის განვითარება ორ პერიოდში აღწევს პიკს. პირველად გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, რაც გამოწვეულია მცენარის მიერ წყლისა და საკვები ნივთიერებების მაღალ მოთხოვნილებაზე. მეორედ ფესვების განვითარება პიკს აღწევს მოსავლის აღების შემდეგ, რადგან მცენარეები იწყებენ ნახშირწყლებისა და საკვები ნივთიერებების დაგროვებას გამოსაზამთრებლად მომზადებისთვის.
ზოგადად მოცვის ფესვები მცენარეებთან არც თუ ისე შორს ვრცელდება. უმეტესად ნიადაგებში ფესვების 50%-60% განლაგებულია ნიადაგის ზედაპირთან ახლოს , ბუჩქის ცენტრიდან 30 სანტიმეტრის რადიუსში. ფესვების განვითარება ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მაგალითად: წვეთოვანი გზით მორწყულ მცენარეებს ფესვები კონცენტრირებული აქვთ წვეთოვნის ემიტერების მახლობლად, ხოლო დაწვიმებით მორწყულ მცენარეებს ნიადაგის ზედაპირზე ერთგვაროვნად. ბაზო კვალზე გაშენებული მცენარეები უფრო დიდი მოცულობის ფესვებს ივითარებენ ვიდრე ბრტყელ ზედაპირზე, ხოლო ფესვი სარეველებისაგან ნაწარმოები მულჩირებისას სიღრმეში უფრო გააქვს ვიდრე ნახერხის მულჩის შემთხვევაში.
ქვიშიან ნიადაგებზე ფესვები უფრო ღრმად გაიზრდება, ვიდრე თიხა ან თიხნარ ნიადაგებზე. მოცვის ფესვები უკეთესად გრძნობს თავს იმ ნიადაგებში სადაც ნიადაგის არეს რეაქცია (მჟავიანობა) დაბალია.
გაითვალისწინეთ: მოცვის ფესვები ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა გარემო-ფაქტორებზე. ირიგაციას, ფერტიგაციას, მულჩის ტიპს და ბაზო კვლებს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მოცვის ფესვთა სისტემის ზრდასა და განვითარებაზე.
ყლორტის ტიპები და ზრდა
მოცვში ზოგადად სამი სახის ყლორტი გვხვდება :
- ამონაყარი, რომელიც ვითარდება ფესვის ადვენტური კვირტებიდან. მსგავსი ტიპის ყლორტები ძირითადად ახასიათებთ ,,კურდღლისთვალა“ ჯიშებს.
- (ცენტრალური ლიდერი) ყლორტები რომლებიც ვითარდებიან ლატენტური კვირტებიდან (კვირტები, რომლებმაც მიძინების პერიოდი გაიარეს მინიმუმ ერთხელ) მსგავსი ტიპის ყლორტები მოცვის ყველა ჯიშში გვხვდება.
- ლატერალური ყლორტები. ისინი ვითარდებიან წინა წლის ნაზარდების ვეგეტატიური კვირტებიდან.
ცენტრალური ლიდერული ტოტების ზრდა ხდება უფრო გვიან ვიდრე ლატერალური ყლორტების, ორეგონში ეს პერიოდი როგორც წესი ემთხვევა ივნისს. ლიდერული ტოტების განვითარებაზე გავლენას ახდენს გასხვლის სიძლიერე და მცენარეში მზის სხივების განაწილება. ზოგიერთი ჯიში როგორიცაა ,,დიუკი“ და „ბერკლი“ არ აწარმოებს ლიდერებს მცენარის ძირიდან, სამაგიეროდ უმეტესად ივითარებენ ბუჩქის ზედა ნაწილებში.
არასწორ დროს განვითარებული ნაზარდების რაოდენობა მერყეობს, ჯიშის ვეგეტაციის პერიოდის ხანგრძლივობის, სიძლიერის, მოსავლის დატვირთვის და მენეჯმენტის (განსაკუთრებით აზოტით განოყიერების მომენტი) მიხედვით. ზრდა უნდა შენელდეს ზაფხულის ბოლოს, რომ საყვავილე კვირტები უკეთესად განვითარდეს. გვიანი ნაზარდები უფრო მგრძნობიარეა გვიან შემოდგომაზე ყინვის დაზიანების მიმართ.
მცენარის ზრდა-განვითარება
ყლორტზე სანაყოფე კვირტების რაოდენობა დაკავშირებულია კარგი ამინდის დღეების რაოდენობასთან.
ღია ყვავილები ზიანდება როდესაც ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. დაზიანების დონე დამოკიდებულია მცენარის განვითარების სტადიაზე და იმაზე თუ რამდენად სწრაფად იცვლება ტემპერატურა.
მოცვის პირველადი ზრდა თვალსაჩინოა გაზაფხულზე ერთწლიან ნაზარდებზე, კვირტის გაშლის დაწყებით. ტოტს აქვს ვეგეტატიური კვირტები (პატარა, ქერცლისმაგვარი კვირტები, რომლებიც გამოყოფენ ყლორტებს მხოლოდ ფოთლებით). ის შესაძლოა შეიცავდეს საყვავილე კვირტებს (უფრო დიდი და განიერი კვირტები, რომლებიც მხოლოდ სანაყოფეა). სანაყოფე კვირტები განლაგებულია ერთწლიანი ნაზარდების წვეროებში.
ყლორტების ზრდა სწრაფად ხდება გაზაფხულზე და იწყებს შენელებას შუა ზაფხულში. საყვავილე კვირტები ვითარდება ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, რადგან დღის ხანგრძლივობა მცირდება და ღამის ტემპერატურა კლებულობს.
მაგალითად ,,დიუკი“ თითო ყლორტზე უფრო მეტ სანაყოფე კვირტს ივითარებს როდესაც იზრდება ორეგონში, ვიდრე მიჩიგანში არსებულ პლანტაციებში, რომელთაც განვითარების მოკლე პერიოდი აქვთ შემოდგომაზე.
საყვავილე კვირტის გაჩენა იწყება კვირტის ბოლოდან და პროგრესირებს ქვევით. ყლორტების ზრდა უნდა შენელდეს ან შეჩერდეს ამ პროცესის დაწყებამდე. ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობენ ყლორტების გვიან ზრდას, ამცირებენ სანაყოფე კვირტების ჩამოყალიბებას.
საყვავილე კვირტის გაჩენის შემდეგ ხდება დიფერენციაცია (ყვავილების და ყვავილის ნაწილების განვითარება კვირტებში). ყვავილების რაოდენობა, რომელიც ვითარდება თითოეულ კვირტში დამოკიდებულია ჯიშზე. 8 წლიანი კვლევის შედეგად ,,დიუკი“, „დრეპერი“ „ბლუგოლდი“ და „ლეგასი“ აქვთ 7 ყვავილი თითოეულ კვირტში; „რეკა“, „ბლუჯეი“, „ლიბერთი“, „ავრორა“ აქვთ რვა, ხოლო ,,ბლუკროპს,, და ,,ოზარკბლუს“ 9-10 ყვავილი.
როდესაც მცენარის განვითარებისათვის ტემპერატურა დაბალია, საყვავილე კვირტების დიფერენცირება წყდება. ის ჩვეულებრივ გრძელდება გვიან ზამთარში/გაზაფხულზე ყვავილობამდე. შემდეგ მცენარეები იწყებენ შეგუებას ან შედიან მოსვენების მდგომარეობაში. აკლიმატიზაცია არის თანდათანობითი ფიზიოლოგიური პროცესი, რომლითაც მოცვის მცენარე ადაპტირდება ზამთრის ცივ ტემპერატურასთან.
ტემპერატურის ვარდნას და დღის ხანგრძლივობის შემცირებას მოჰყვება მცენარის მიერ აკლიმატიზაცია. მოცვის მცენარის “გამკვრივების” ხარისხი შემოდგომაზე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ვეგეტაციის ხანგრძლივობაზე, ფოტოპერიოდზე, დღისა და ღამის ტემპერატურის ცვალებადობაზე, კვებაზე, გასხვლასა და ტემპერატურის მერყეობაზე. აკლიმატიზაციის ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლიმატსა და ჯიშზე.
მას შემდეგ, რაც მცენარეები იძინებენ, მათ სჭირდებათ ცივი ტემპერატურის პერიოდი, სანამ ისინი ნორმალურად გაიზრდებიან. ჩრდილოეთ მაღალბუჩქოვან ჯიშებს აქვთ ცივი საათების მოთხოვნა 800-1500 (0-7გრადუსი), მაშინ როდესაც სამხრეთის კურდღლისთვალა ჯიშებს აქვთ ცივი საათების მოთხოვნა 200-600. ცივი საათების დაკმაყოფილების შემდეგ მცენარეები გადადიან დეაკლიმატიზაციის ფაზაში. ამ ფაზის დასრულების შემდეგ კვირტების გაშლა ხდება მას შემდეგ, რაც ტემპერატურა საკმარისად თბილი იქნება.
სიცივისადმი გამძლეობა შემოდგომაზე აკლიმატიზაციის ფაზის დასაწყისიდან ბოლომდე იზრდება. ზამთრის ბოლოს გაზაფხულამდე დეაკლიმატიზაციის ფაზაში სიცივისადმი გამძლეობა მცირდება.
მოცვის სიცივის გამძლეობა საოცრად განსხვავდება სახეობებსა და ჯიშებში. ჩრდილოეთის მაღალბუჩქოვანი ჯიშების ყინვისადმი გამძლეობა -25 გრადუსია. თუმცა ,,ლეგასი,, რომელიც სამხრეთ მაღალმოზარდი ჯიშია ნაკლებად გამძლეა ყინვის მიმართ. ყინვისადმი გამძლეობის საერთო დონე განსხვავდება მცენარის ნაწილებს შორის. ვარჯი უფრო ცივია, ვიდრე კვირტები. ასევე, სანაყოფე კვირტები ნაკლებად ცივია, ვიდრე სავეგეტაციო კვირტები.
კულტურული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს გვიან შემოდგომის ზრდას, შეიძლება გავლენა იქონიოს სიცივის გამძლეობაზე. აზოტით გადაჭარბებული ან გვიან განოყიერება ხელს უწყობს გვიან სეზონურ ზრდას, რომელიც მგრძნობიარეა შემოდგომის საადრეო ყინვების მიმართ. თბილ რეგიონებში, შესაძლებელია მცენარეები არ შევიდნენ მოსვენების მდგომარეობაში.
ყვავილობა და ნაყოფის ჩამოყალიბება
ყვავილობა ხდება გაზაფხულზე, როდესაც საყვავილე კვირტები იშლება და იხსნება. პირველად იხსნება კვირტები ყლორტის წვერთან, შემდეგ ქვედა იარუსის კვირტები. ყვავილობის დრო და ხანგრძლივობა განსხვავდება ჯიშისა და ამინდის პირობების მიხედვით. მოცვს აქვს ლარნაკისებური ფორმის ყვავილი და შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ყვავილის ჯამი, რომელიც მთავრდება მარცვლის წვეროში.
გვირგვინი შეერთებული ფურცლებით
დაახლოებით 10 მტვრიანა, რომელთაც წვეროში აქვთ მტვრის შემცველი ,,სამტვერე“
ბუტკო, ძირში საკვერცხით, რომელიც შეიცავს მრავალ კვერცხუჯრედს (რომლებიც თესლებად იქცევიან, თუ ისინი განაყოფიერდებიან მტვრის საშუალებით)
მოცვის ყვავილი მიმღებია დამტვერიანებისათვის, ყვავილის გახსნიდან 3-5 დღის განმავლობაში. კურდღლისთვალა და სამხრეთ ბუჩქოვან ჯიშებს სჭირდებათ დამამტვერიანებელი მაღალი ხარისხის ნაყოფის მისაღებად. ყვავილებს სჭირდებათ ფუტკრები ან სხვა დამამტვერიანებელი მწერების დიდი რაოდენობა.
ნაყოფის გამონასკვა საშუალოდ 93% -ს შეადგენს მრავალწლიანი დაკვირვებით ორეგონის შტატში. პროცენტი დაბალი შეიძლება იყოს ისეთ რეგიონებში სადაც ხშირია წვიმები და დაბალია ტემპერატურა ყვავილობის დროს, ეს პირობები ამცირებენ ფუტკრების აქტივობას.
დამტვერვისა და ნაყოფის გამონასკვის შემდეგ მოცვი გადის ზრდის სამ ფაზას:
1.უჯრედის დაყოფა, როდესაც მარცვალი ზომაში იზრდება, თუმცა მაინც მწვანე რჩება;
2.ემბრიონალური განვითარება, როდესაც მარცვალი მაქსიმალურ ზომას მიაღწევს და აღარ იზრდება;
3.უჯრედის ზრდა, როდესაც თითოეული უჯრედი იზრდება ზომით.
ვარდისფერი და შემდეგ ლურჯი ფერის განვითარება იწყება კენკრის ზრდის მეორე ფაზის ბოლოს. მესამე ფაზაში შაქრები იზრდება და მჟავიანობა მცირდება. მარცვლის წონა დამოკიდებულია ჯიშზე, მოსავლის დატვირთვაზე (მკაცრი სხვლა ზრდის კენკრის ზომას), განვითარების სტადიასა (ზომაში იზრდება მას შემდეგ რაც მთლიანად ლურჯი ხდება) და თესლის რაოდენობაზე ერთ მარცვალში. მარცვლის სიმტკიცეზე გავლენას ახდენს ჯიშები, ასევე სიმწიფე, კულტურული პრაქტიკა და ამინდი.
(ზოგიერთი ჯიშის ყვავილი არ ნაყოფიერდება თუ მტვერი სხვა ჯიშის ბუტკოდან არაა მოტანილი)
ფოტოსინთეზი, ტრანსპირაცია
ფოტოსინთეზი არის პროცესი, რომლის დროსაც მცენარეები იყენებენ მზის ენერგიას, ნახშირორჟანგს და წყალს ნახშირწყლების სინთეზისათვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია არაორგანული მარილები, ქლოროფილი (მცენარის მწვანე პიგმენტი) და სხვა კატალიზატორები. ამ ორგანული მარილების და კატალიზატორების უმეტესობა მცენარის მიერ შეითვისება ნიადაგიდან. მოცვში ფოტოსინთეზი შეიძლება შეიზღუდოს სინათლის, ტემპერატურისა და წყლის რეჟიმებით. ნახშირწყლების მაქსიმალური წარმოებისათვის მცენარეს არც ერთი ეს ფაქტორი არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული.
წყალი თავდაპირველად ოსმოსის გზით გადადის ფესვებში, რადგან ფესვში ქიმიური კომპონენტების კონცენტრაცია უფრო მაღალია ვიდრე მიმდებარე გარემოში. ეს ქმნის ფესვის წნევას, რომელიც ვრცელდება ქსილემის უჯრედებში ან ,,მცენარის წყლის მილებში“. წყალი მცენარიდან ორთქლდება ფოთლებზე არსებული სომატის, ანუ ფორების მეშვეობით. ამას ეწოდება ტრანსპირაცია.
წყლის ეს დაკარგვა ქმნის წნევის დეფიციტს და იწვევს წყლის გადაადგილებას მცენარეში.ტრანსპირაციაზე გავლენას ახდენს სინათლე და წყალი, რაც განაპირობებს ფორების გახსნას, ასევე ფარდობით ტენიანობასა და ტემპერატურაზე, რაც გავლენას ახდენს წყლის აორთქლების სიჩქარეზე.
ქარი ასევე გავლენას ახდენს ტრანსპირაციაზე. ძლიერი ქარი იწვევს ტრანსპირაციის გაზრდას. მცენარეში ნახშირწყლების ნაკადი ხდება წარმოების ,,წყაროდან“- ფოთლებიდან, ან სამარაგო წყაროდან(ფესვები, ვარჯი, მრავალწლიანი ტოტები). ნახშირწყლების მიწოდება უნდა იყოს უფრო დიდი ვიდრე მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ზრდა შეზღუდული იქნება.
არასწორი გასხვლის დროს მცენარე იტვირთება ბევრი ნაყოფით, ამ დროს ვეგეტატიური ორგანოების და ფესვების ზრდა მცირდება და მცენარე აღარ შეინახავს იმდენ ნახშირწყლებს და საკვებ ნივთიერებებს, რამდენსაც ნორმალური გასხვლისას. სწორად შერჩეული სხვლის მეთოდი მნიშვნელოვანია მომავალი ვეგეტატიური ზრდის დაბალანსებისათვის, რათა მივიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი.
აგრონომის რეკომენდაცია:
მნიშვნელოვანია კონკრეტული პლანტაციის პირობებში სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, რათა გაშენებულ ჯიშს მივცეთ მისი საუკეთესო მახასიათებლების გამოვლენის საშუალება. კომპანია „იოტო აგრო“ გთავაზობთ ესპანურ Global GAP- სტანდარტის შესაბამის სასუქებსა და ზრდის რეგულატორებს, რომლებიც წლებია საქართველოს ბაზარზე წარმატებულად გამოიყენება. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ უმაღლესი ხარისხის ევრო-სტანდარტების პროდუქციას შეუძლია მიგვაღებინოს საუკეთესო შედეგი ჩვენს პლანტაციებში.
სტატიაზე იმუშავა:
აგრონომი: თაზო დობორჯგინიძე, ლაშა ციგრიაშვილი.
კომპანია: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717
წყარო: https://extension.oregonstate.edu/crop-production/berries/how-blueberry-plants-develop-grow