თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობა

მაგისტრალური, გზის, მშენებლობა

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობს.

ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობა მოიცავს ვაზიანის შემოვლითი გზის, ვაზიანი-საგარეჯოს დამაკავშირებელი და საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობას.

პროექტის მიხედვით, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი, ჩქაროსნული საავტომობილო გზა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია.

მაგისტრალური, გზის, მშენებლობა

,აქტიურად მიმდინარეობს კახეთის მაგისტრალის მშენებლობა. მოვინახულეთ მონაკვეთები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაწინაურებულია, არის გამოწვევებიც და მათ დასაძლევად  ვმუშაობთ კონტრაქტორ კომპანიებთან.  პირველი მონაკვეთი  წელს დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, ხოლო დანარჩენი მონაკვეთები  მომდევნო წელს. ძალიან მნიშვნელოვანია  პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც უკიდურესად გადატვირთულია გაზრდილი ტურისტული ნაკადების პირობებში და სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული პროექტის წარმატებული დასრულება. ასევე, სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს და  კონკრეტული სამუშაოებიც ნაწილობრივ დაწყებულია საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე. ამჟამად, მთლიანობაში, 828 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულებაც წელს და გაისად ეტაპობრივად იგეგმება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთში მაგისტრალური გზის მშენებლობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მაგისტრალური, გზის, მშენებლობა

35 კმ-იანი ახალი მაგისტრალური გზა იწყება ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით და დასრულდება თოხლიაურის კვანძთან.

მაგისტრალური, გზის, მშენებლობა

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ამჟამად მოქმედი გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

მაგისტრალური, გზის, მშენებლობა

კახეთისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია გაზრდილი სატრანსპორტო მიმოსვლის პირობებში.

თქვენი რეკლამა