რისთვის არის საჭირო კულტივაცია

151 Views

კულტივაცია გამოიყენება ნიადაგის გაფხვიერებისა და სარეველების მოჭრის მიზნით, რაც ხდება გაფხვიერებული ფენის გადმოუბრუნებლად.

კულტივაციას ატარებენ, როგორც ხნულის (ანეულის, მზრალისა და სხვ.), ისე ნათესების, მინდვრის, ტექნიკური და სათოხნი კულტურების მწკრივთშორისების დასამუშავებლად.

ამ ოპერაციის შესასრულებლად გამოიყენება მრავალგვარი იარაღი, რომელთა საერთო სახელწოდებაა კულტივატორები.

იმისდა მიხედვით, თუ ნიადაგის გასაფხვიერებლად კულტივატორს როგორი ორგანოები აქვს, როგორაა ისინი დაყენებული და როგორ მოქმედებენ ნიადაგზე, არჩევენ თათებიან, დისკოებიან, ზამბარიან და სხვა კულტივატორებს.

ამ კულტივატორებიდან ზოგი ხნულის დასამუშავებლად გამოიყენება, ზოგი კი მწკრივთაშორისების გასაფხვიერებლად.

კულტივატორი, კულტივაცია

ზოგიერთ კულტივატორს ზამბაროვანი ეწოდება, რადგან მათი თათები მაგარ დგარზე კი არა, არამედ ზამბარასავით მომშვიდულ დგარზეა დამაგრებული.

ასეთი თათები კარგად ამოკრეფენ ხნულიდან მცენარის ფესვებს და აფხვიერებენ კიდეც, მაგრამ ამავე დროს მეტნაკლებად ამტვერიანებენ ნიადაგს, მეტადრე თუ იგი ძალიან გამომშრალია.

კულტივატორად გამოიყენება, აგრეთვე დისკოებიანი ამჩეჩიც, რის შესახებაც ნაწვერალის აჩეჩვის დროს იყო აღნიშნული, მაგრამ ამ იარაღით კულტივაცია რომ შესრულდეს, დისკოები დიდი კუთხით უნდა დავაყენოთ.

არის დისკოებმოჭრილი კულტივატორებიც, რომლებიც გამოიყენება დასავლეთ საქართველოს ჭაობიანი ნიადაგების დასამუშავებლად.

კულტივატორი, კულტივაცია

 

ხნულზე სარეველების ზედაპირული (3-5სმ სიღრმეზე) მოსაჭრელად იყენებენ მავთულიან კულტივატორებს. ამისათვის კბილებიანი ფარცხის განაპირა კბილებზე ამაგრებენ და ჭიმავენ ფოლადის მავთულს.

დანებიანი კულტივატორები, რომლის მოდების განია 5,0 მეტრია და აფხვიერებს ნიადაგის 16 სმ ფენას, გამოიყენება გვალვიან რაიონებში.

კულტივატორი, კულტივაცია

ასეთი იარაღები ჭრიან სარეველა ბალახებს, აგრეთვე ნაწვერალს და სრულებით არ ახდენენ მიწის ამობრუნებას. დანებიან კულტივატორებს ფართოდ იყენებენ ეროზირებულ მიწებზე გაუფხვიერებლად ნაწვერალის მოსაჭრელად.

გავრცელებულია აგრეთვე  კულტივატორები, რომლებსაც იყენებენ ანუელის კულტივაციის დროს.

მისი ოთხწახნაგოვანი შტანგა კულტივატორის თვლის მეშვეობით საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს და მიწის ამოუბრუნებლად 6-10 სმ სიღრმიდან სარეველებს თხრის და ჰყრის ზედაპირულად.

შეხედულება, რომ იგი იწვევს ნიადაგის სტრუქტურის დაშლას, პრაქტიკულად არ მართლდება.

მოტოკულტივატორი
კულტივატორი, კულტივაციაავტორი: ა. კორახაშვილი /მემინდვრეობა/.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB