მოამრავლეთ შობის ვარსკვლავი – გაზარდეთ თქვენი შემოსავლი

პუანსეტია, შობის, ვარსკვლავი

ფერმერებისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს, ჩვენი აზრით ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყოველწლიური შემოსავლის გასაზრდელად ზოგიერთი მცენარის გამრავლება-გაყიდვა.

ერთ-ერთი მათგანია შობის ვარსკვლავი—პუანსეტია ლათინური სახელწოდება: Euphorbia pulcherrima. სამშობლო: მექსიკა. პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც უწოდებენ.

ბუნებრივ პირობებში ესაა მარადმწვანე მცენარე მეტრამდე სიმაღლის. ოთახის მცენარე იზრდება 50 სმ-მდე. ის შეციავს წებოვან თეთრს სითხეს, ამის გამო მასთან ურთიერთობისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ამ თეთრი სითხის კანზე ან თვალში მოხვედრისას შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება.

დღეისთვის არსებობს ამ მცენარის 100-ზე მეტი სახეობა.

შობის ვარსკვლავს უყვარს კარგად განათებული ადგილები, მაგრამ მცენარე დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. ოპტიმალური ტემპერატურაა 15-210C-ია. თუ ტემპერატურა ეცემა 100-მდე მცენარეს სცვივა ყვავილები და წყვეტს ყვავილობას.

მცენარე ასევე უნდა დავიცვათ ქარისგან, ვერ იტანს სიმშრალეს, თუმცა არ უნდა გადავაჭარბოთ მორწყვის ნორმას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვები ლპობას დაიწყებს.

შობის ვარსკვლავის მოვლისას მთავარია შევინარჩუნოთ ჰაერის ტენიანობა. აუცილებელია ფოთლებზე წყლის რეგულარული მისხურება, ამასთან მნიშვნელობანია, რომ წყალი არ მოხვდეს თანაყვავილედს.

არ არის რეკომენდირებული მიწის სასუქით გამდიდრება მცენარის ყვავილობის პერიოდში.

შობის ვარსკვლავი მრავლდება კალმით. ზაფხულის დასაწყისში ხდება მცენარის გასხვლა, არჩევენ 10 სმ-ზე გრძელ კალმებს, რომლებსაც აქვთ 3-4 ჯანმრთელი ფოთოლი. მათ რგავენ ნესტიან, კარგად დრენირებულ, სუფთა ნიადაგში. რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნებული უნდა იქნას ნიადაგის თანაბარი ტენიანობა და სულ მცირე 2-ჯერ დღეში წყალი უნდა მივასხუროთ ფოთლებს.

შობის ყვავილის ყველა მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად შეგვიძლია გამოვიყენოთ ინსექტიციდური საპონი. მცენარის ფოთლები უნდა დავამუშავოთ ამ საპნით.

ყვავილობის შემდეგ მცენარე 2 თვე „ისვენებს“. ამ დროს რეკომენდირებული შევწყვიტოთ მორწყვა (დავიყვანოთ მინიმუმამდე), გადავიტანოთ მცენარე მშრალ ადგილას, ტემპერატურა 130-მდე. „დასვენების“ შემდეგ მცენარეს სხლავენ, ტოვებენ  14 სმ სიმაღლის 5-6 რტოს.

ამის შემდეგ მცენარე შეგვიძლია გადავიტანოთ 200-მდე გამთბარ ოთახში. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს მორწყვა.

მას შემდეგ რაც მცენარე დაიწყებს გაზრდას ის უნდა გადავიტანოთ უფრო დიდ ქოთანში. გადარგვიდან 2 კვირის შემდეგ აუცილებელია მცენარე გავანოყიეროთ ორგანული სასუქით.

თუ გვინდა რომ შობის ვარსკვლავი აყვავდეს ახალი წლისთვის, ის უნდა დავტოვოთ სინათლეზე მაქსიმუმ 8-9 საათი. ეს პროცედურა სასურველია დავიწყოთ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

ის არ ითხოვს განსაკუთრებულ პირობებს! თუმცა, საკმაოდ ნელა იზრდება. ამ მცენარისთვის მთავარია განათება, ზომიერი მორწყვა და მოფერება, რომ ყოველ შობას თქვენთან ერთად გახარებული და გალამაზებული შეხვდეს.

ჩვენი აზრით, თუ თქვენ მთელი წლის განმავლობაში უნარიანად აწარმოებთ-პოზიციონირებას თუნდაც სოციალური ქსელებში, საშობაოდ პოტენციური მყიდველების გვარიანი სია გექნებათ.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა