იტალიურ კალიასთან (Calliptamus italicus) ბრძოლის გამოცდილი მეთოდები

კალია, აგრონომი

დღესდღეობით, ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იტალიურ კალიასთან ბრძოლაა. მწერი ნამდვილი კალიების ოჯახს მიეკუთვნება და სასოფლო- სამეურნეო კულტურებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

მავნებელს მურა, ან ნაცრისფერი სხეული (ხშირად დაჰკრავს ყავისფერი შეფერილობაც) აქვს. სხეულის სიგრძე 14.5-41 სმ. ის ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და დასავლეთ აზიაში. მავნებელი ვრცელდება ჩრდილოეთით ღია ადგილებსა და მსუბუქ ნიადაგში, ხოლო სამხრეთით მდინარის სანაპიროებთან. ის თითქმის ყველგან ბინადრობს, თუმცა უფრო მძლავრად მშრალ კლიმატურ პირობებში გვხვდება.

რომელ კულტურებს აზიანებს კალია?

კალია ძირითადად ზიანს აყენებს ბამბას, მზესუმზირას, პარკოსნებს, ბაღჩას, კარტოფილს და სხვა კულტურებს. მას ახასიათებს წელიწადში 1 გენერაცია, მასობრივი გამრავლების პერიოდში იტალიური კალია ქმნის ჯოგებს და იქცევა როგორც ჯოგური მავნებელი.

ხშირად კალიები კუტკალიებსა და ჭრიჭინებშიც ერევათ. კუტკალია მართლაც მონათესავეა მწერია, ხოლო ჭრიჭინასთან მსგავსება ის ბგერებია, რომელსაც მავნებელი ფრთების უკანა კიდურებზე ხახუნით გამოსცემს.

როგორ ვებრძოლოთ მავნებელს?

საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ეგვიპტური კალია, იტალიური კალია, მაროკოს კალია, გადამფრენი, ანუ აზიური კალია და უდაბნოს კალია. აქედან ყველაზე მძლავრი რაოდენობის იტალიური კალიაა დაფიქსირებული.

მავნებელთან საბრძოლველად, ფერმერთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნაკვეთების გეგმიური მოვლა გადამწყვეტ როლს თამაშობს. მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კალიასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტურად გამოიყენება ქლორპირიფოსის შემცველი პრეპარატები:

საჰები – (ქლორპირიფოსი + ციპერმეტრინი) ეფექტურია კალიების, ბუგრების, თრიფსების, ბზუალას, ბოსტანას, ფაროსანას და კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ.

ტენჩანტ პლიუსი – (ქლორპირიფოსი + ბიფენტრინი) ეფექტურია კალიების, ფაროსანას, ტკიპების, ბუგრების, თრიფსების და ბზუალას წინააღმდეგ.

აღნიშნული პრეპარატების გამოყენებისას ყველაზე წარმატებული შედეგი დგება იმ შემთხვევაში, თუ 1 ლიტრ პრეპარატს 800-1000 ლიტრ წყალში გახსნით.

მსოფლიოში მავნებელთა აქტიური გავრცელების პარალელურად მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის გამოცდილი საშუალებების გეგმიური გამოყენება, რათა კულტურათა გადაშენების საფრთხე თავიდან ავირიდოთ.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“. ვებ გვერდი: agronom.com.ge

**დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა