იფანი (კოპიტი) – Fraxinus Excelsior L. გვარში გაერთიანებული სახეობები ხეები, ზოგჯერ ბუჩქებია.
იფანის გვარი მდიდარია სახეობებით, რომლებიც გავრცელებულია ამერკაში, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში. კავკასიაში გავრცელებულია 5 სახეობა, აქედან საქართველოში გვხვდება სამი.
ჩვეულებრივი იფანი (ლათ. Fraxinus excelsior L) 30-40 მ-მდე სიმაღლის ხეა ლამაზი ვარჯით. იგი სწრაფმზარდი, სიცივის ამტანი, სინათლისა და სინესტის მომთხოვნი მცენარეა, თუმცა მშრალ ადგილებშიც იზრდება. იფანი გვხვდება როგორც დაბლობში, ისე მთებში, ზღვის დონიდან 1700 მ-მდე.
ჩვეულებრივი იფანი გავრცელებულია მთელს კავკასიასა და ევროპაში.
მახვილნაყოფა იფანი (Fraxinus oxycarpa Willd) ტანმაღალი ხეა 30 მ-მდე სიმაღლისა და 1,3 მ-მდე დიამეტრით. ვარჯი ბურთისებრია. გავრცელებულია მთის ტყეების ქვედა და შუა სარტყელში, შერეულია სხვა სახეობების კორომებში. მახვილნაყოფა იფანი სინათლის მომთხოვნია და ადვილად იტანს სიმშრალეს.
საინტერესო ფაქტები:
• იფანის ლათინური სახელწოდება Fraxinus თარგმანში ნიშნავს „ფერფლს“ (Ash);
• ყველაზე ხნოვანი იფანი პოლონეთშია, რომელიც 404 წლისაა;
• იფანის მერქნისგან ამზადებენ ბეისბოლის ჯოხებს, ავეჯს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ჩოგბურთის ჩოგნებს.
ეროვნული სატყეო სააგენტო