თუ გსურთ მიიღოთ ალკოჰოლი და განმსჭვალული ხართ პლანეტაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გრძნობით, თუ მისდევთ ეკოლოგიური ცხოვრების წესს, თქვენთვის საინტერესო იქნება ტექნოლოგია, რომელიც საკვების ნარჩენებს არყად გარდაქმნის.
გაიგეს რა, რომ პურფუნთუშეულის, ნამცხვრების და ტორტების ნარჩენებიდან, რომლებსაც ოჯახებიდან სანაგვეებში ვყრით ან დახლებზე გასდის ვადა, სპირტის მიღება შეიძლება, სემ ჩირესკინმა და უაიტ რიგალმა არყის მარკა Misadventure შექმნეს, იგი მთლიანად გადამუშავებული საკვები ნარჩენებისგან მზადდება.
სამხრეთ კალიფორნიის არყისა და ლიქიორის ქარხანაში, კვირის განმავლობაში 1200 ფუნტამდე (დაახლოებით 544 კგ.) პურფუნთუშეული გროვდება ადგილობრივი სასურსათო ბანკიდან, მათგან დისტილაციის (ლათ. distillatio — წვეთობით ჩამოდინება, გამოხდა) პროცესის დახმარებით მიიღება არაყი, რომელიც ვრცელდება ბარებში, რესტორნებში და კალიფორნიის საცალო ქსელებში.
„საკვები არ უნდა იყრებოდეს, ჩვენ გვინდოდა ჭარბი საკვები მოგვეცილებინა ნარჩენების კატეგორიიდან და შეგვექმნა რამე გემრიელი“-თქვა ჩერესკინმა. „საკვები არ უნდა ხვდებოდეს ნაგავსაყრელზე, ჩვენ გვინდა შევცვალოთ სიტუაცია და ვაჩვენოთ, რომ მათი გადამუშავებით შესაძლებელია მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღება“-აღნიშნა რიგალიმ.
ყოველი ბოთლი Misadventure-ს მისაღებად, 2 ფუნტამდე საკვები ნარჩენის გადამუშავება ხდება, ყველა ეს ნარჩენი შეიცავს სახამებელს და შაქარს, რაც იძლევა ალკოჰოლის წარმოების შესაძლებლობას.
განსხვავებით სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან, რომლებიც მუდმივი ინგრედიენტებისგან მზადდება, Misadventure სხავადსხვა გემოვნურ თვისებებით გამოირჩევა, რადგან ხდება ყველა მიღებული ნედლეულის გამოყენება.
არაყს მოტკბო გემო აქვს, გარე არომატიზატორების „გაძევება“ გამოხდის დროს ხდება, მაგრამ იმის გამო, რომ მწარმოებელი ვერ საზღვრავს პროდუქტთა შეფარდებას, სასმელს ზოგჯერ შეიძლება შოკოლადის ტორტის ან სხვა ნუგბარის გემო დაჰკრავდეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს მომხმარებლისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ეს ტექნოლოგიური პროცესი, ხელს უწყობს აშშ-ში საკვები ნარჩენების შემცირებას, გარდა ამისა ვადაგასული და გადაყრილი პროდუქტების გამოყენება ამცირებს არყის ღირებულებას.