ოჯალეში წითელყურძნიანი მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია, არომატული და გამორჩეული ღვინის დასამზადებლად.
სინონიმები: შონური, სვანური
წარმოშობა: სამეგრელო
მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინო სრული ჰარმონიულობით და მდიდარი ჯიშური არომატით ხასიათდება. მოსავლის გვიან აღების შემთხვევაში შესაძლებელია ნახევრად ტკბილი ღვინის დამზადება.
ფოთოლი საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განიერ-ოვალური. სამ ნაკვთიანი.ზედა მხარე გლუვი ან ბადისებრ დანაოჭებული. ქვედა მხრე ხშირი შებუსვით.
მტევანი საშუალოზე მცირე, ცილინდრულ-კონუსური. ხშირად ფრთიანი. საშუალო სიმკვრივის. არის თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის. სქელკანიანი და საშუალო კონსისტენციის რბილობით. სასიამოვნო გემური თვისებებით.
ყურძნის სიმწიფე დგება ოქტომბრის ბოლოს. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 185-188 დღე. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, საშუალო მოსავლიანი. ყურძნის წვენის შაქრიანობა 21.5-23%; საერთო მჟავიანობა 8.4-9.5გ/ლ; pH – 3.44.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
იხილეთ აგრეთვე: ოჯალეში – ქართული ვაზის ჯიში – სამეგრელო