ქართული ღვინო გამოფენებზე საფრანგეთში

ქართული, ღვინო, საფრანგეთში

კომპანიის „LePont Caucasien“ ორგანიზებით, ქართული ღვინის კომპანიები, იყო ტულონის და ნიცას გამოფენებზე იყო წარდგენილი.

ბაზრების დივერსიფიცირებისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის რამდენიმე პრესტიჟულ ფესტივალზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „LePont Caucasien“ ორგანიზებით იყო წარდგენილი.

ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“ ქალაქ მარსელში, „LA FETE des VINS et de la GASTRONOMI“ ქალაქ ტულონში, ხოლო „SALON DU VIN POUR PROFESSIONNELS“ ქალაქ ნიცაში გაიმართა.

კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ ფესტივალების სტუმრებს რვა ქართული ღვინის კომპანიის ის ღვინოები გააცნო, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში.

თქვენი რეკლამა