ფუტკრის მოვლა-პატრონობა – ჩასატარებელი სამუშაოები

ფუტკარი

ფუტკრის მოვლა-პატრონობის საქმეში და ამისთვის ჩასატარებელ სამუშაოებში მეფუტკრე სპეციალისტების და მოყვარულთა წინაშე მდგარ მრავალ ამოცანათა შორის, პირველი რიგის საკითხებს წარმოადგენს ფუტკრის ოჯახის დათვალიერების წესების ცოდნა.

ფუტკრის ოჯახების სრული დათვალიერება წელიწადში 6-7-ჯერ ტარდება.

მთავარი ღალიანობის დროს, თაფლის გამოღებით, საზამთრე მარაგების მომზადებისათვის – ოჯახების ბუდის მთლიანი დაშლა და დათვალიერება საჭირო არ არის.

ძლიერი ოჯახებისაგან განსხვავებით სუსტი ოჯახები უფრო მეტჯერ მოითხოვენ ბუდის დათვალიერებას.

ზოგიერთ ოჯახში სრულდება დამატებითი სამუშაოები, როგორიცაა აღმზრდელი ოჯახების შექმნის, ჭიის მიღების, სანაყრე მდგომაროების სალიკვიდაციო და სხვა სამუშაოები.

ფუტკრის ოჯახები დამატებით დათვალიერებას საჭიროებენ მაშინ, როცა მათ ღალაზე გადასატანად სამთაბაროდ ამზადებენ. სასწრაფო, გადაუდებელი მეორე დათვალიერება უნდა მოხდეს 10-12 გრადუსი ტემპერატურის პირობებში, ერთი ან ორი ბოლო ჩარჩოს შემოწმებით.

საამისოდ ყველაზე კარგი პერიოდი 9-14 საათია, რადგან ამ პერიოდში მოღალე ფუტკრის უმრავლესობა დაკავებულია სკის გარეთა სამუშაოთი და სკაში დარჩენილ ახალგაზრდა ფუტკრებთან მუშაობა გაადვილებულია.

მეფუტკრის მიერ შესასრულებელი გეგმიური დათვალიერებები:

1. ზერელე დათვალიერება – ბუდის გაუხსნელად, მარტო ჩარჩოების გაწევით;

2. ბუდის მთლიანი დათვალიერება – საგაზაფხულო შემოწმების დროს;

3. ბუდის მთლიანი დათვალიერება – ოჯახის სანიტარული დამუშავებისათვის;

4. ბუდის მთლიანი დათვალიერების გარეშე – ბუდის გაფართოება ბოლო 2-3 ჩარჩოს გადაწევით;

5. ბუდის ნაწილობრივი გასინჯვა – ფუტკრისა და ბარტყის წართმევით ხელოვნური ნამატის შედგენისათვის;

6. ბუდის მთლიანი გასინჯვა – მეორე კორპუსის ან საკუჭნაოს დადგმისათვის;

7. ბუდის მთლიანი დათვალიერება – მთავარი ღალიანობის წინ;

8. ბუდის დათვალიერების გარეშე – თაფლის გამოღება მეორე კორპუსის ან საკუჭნაოს მოხსნით;

9. ბუდის მთლიანი დათვალიერება – საშემოდგომო რევიზიის დროს;

10. ოჯახების მთლიანი დათვალიერება – ბუდის ზამთრისათვის მომზადების დროს.

მრავალი პრაქტიკოსი მეფუტკრის აზრით, მეფუტკრეობაში ყოველწლიურად მრავალი,  მნიშვნელოვანი და წვრილმანი სამუშაოა შესასრულებელი და რომელიმე მათგანის გადადება დაუშვებელია, ვინაიდან შემდგომში დაუდევრობის გამოსწორება შეუძლებელი გახდება.

საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვისათვის პრაქტიკოს მეფუტკრეებს გთავაზობთ ავიღოთ კალენდარი და მოვნიშნოთ მთაფარი ღალის (თაფლგროვის) დაწყების თარიღი – … (თარიღი უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივ პირობებს). პირველი ყვავილობის (თარიღი…) და მთავარი ღალას შორის დისტანცია შეადგენს – სულ … დღეს.

ამ მოკლე პერიოდში მეფუტკრემ ხელი უნდა შეუწყოს ფუტკრის ოჯახში მუშა ფუტკრის რაოდეობის 60 000 – მდე გაზრდას.

შეგახსენებთ, რომ ფუტკრის განვითარებას კვერცხიდან – მუშა ფუტკრის სტადიამდე დაჭირდება – 40 დღე და კარგი დედა ფუტკარი დღე-ღამეში დებს 2000-2500 კვერცხს.

აქედან გამომდინარეობს საჭირო რაოდენობის მუშა ფუტკრის მიღება /აქვე უნდა გავითვალისწინოთ ჩარჩოების, ანუ ფიჭებიისა და სამუშე უჯრადების რაოდენობა/ და სასურველი მოცულობის სასაქონლო თაფლის მიღებაც.

სასურველი შედეგის მისაღწევად უნდა ვიცოდეთ და საჭირო ვადებში შევასრულოდ ყველა ტექნოლოგიური ოპერაცია და სავალდებულო სამუშაოები:

  • საგაზაფხულო სეზონური სამუშაოები

1. ფუტკრის ოჯახების საგაზაფხულო რევიზია;
2. გასაწმენდი გამომღერა და გამოზამთრების შედეგად გაუმართავი ოჯახების გამოსწორება. საგაზაფხულო ზრდა. ამანათ-ნაყარის გამოყენება;
3. თაფლგროვისათვის მომზადება, ფუტკრის ბუდის შედგენა, განახლება, გაფართოება. ქუჩაკის -ფიჭათშუალედის მუშა ფუტკრის და მამალი ფუტკრისთვის საჭირო ზომებით დაყენება. სანაყრე გაჭირვების სადედეების გამოვლენა;
4. ფიჭით უზრუნველყოფა, ფიჭაში თაფლის, ჭაოსა და ბარტყის განლაგების განსაზღვრ;
5. საკვები და საგაზაფხულო გამაღიზიანებელი კვება.

  • ზაფხულის სეზონური სამუშაოები

1. მომზადება ღალისათვის. ფუტკრის ძლიერი ოჯახების შედგენა;
2. მთავარი თაფლგროვა-ღალა და მისი ტიპები;
3. მთაბარობა – საფუტკრის გადაყვანა რეგიონის/ზონის თაფლოგროვის ტერიტორიებზე. თაფლოვანი მცენარეების ყვავილობაზე, თაფლგროვის სიმძლავრეზე დაკვირვება და ღალის დაწყების განსაზღვრა;
4. საზაფხულო რევიზია და თაფლის გამოწურვა.

1. ტერიტორიის მომზადება გამოზამთრებისათვის;
2. ფუტკრის ოჯახების საშემოდგომო რევიზია. გამოზამთრების თვალსაზრისით არასაიმედო ოჯახის გამოვლენა. დახმარების გაწევა გაზაფხულზე კეთილსაიმედო ოჯახების განვითარებისათვის;
3. ფუტკრის ოჯახის მომზადება დასაზამთრებლად:
ა) ბუდის საშემოდგომო შევიწროება, შედგენა ზამთრობისათვის, დათბუნება;
ბ) საკვებით უზრუნველყოფა;
გ) ცვილის ნედლეულის გადამუშავება, სორტირება, შენახვა, საფუტკრის ფიჭით უზრუნველყოფა;
დ) ინვენტარის შენახვისთვის მომზადება;
ე) აღრიცხვიანობა საფუტკრეში.

1. ზამთრის პერიოდში საფუტკრის მოვლა;
2. ფუტკრის ოჯახების შენახვა;
3. სკებისა პერიოდული გარეგანი დათვალიერება, პრობლემური (ჭარბად ხმაურიანი) ოჯახების გამოვლენა, სათანადო ღონისძიებების გატარება;
4. საწყობში ფიჭის ვარგისიანობის და შენახვის პირობების დაცულობის გადამოწმება;
5. ფუტკრის ოჯახების გამოზამთრება და მომზადება მეფუტკრეობის აქტიური სეზონისათვის.

მეფუტკრეობის სახელმძღვანელო-შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.

იხილეთ დაწვრილებით: მეფუტკრის კალენდარი

თქვენი რეკლამა