ზეთისხილი (Olea) – ზეთისხილის დარგვა

ზეთისხილი, ნერგის, დარგვა

ზეთისხილი (Olea), ცნობილია ზეთისხილის 60-მდე სახეობა. მარადმწვანე, სუბტროპიკულ ხეხილოვანი მცენარეა, ძირითადად 5-12 მ სიმაღლის ხეა. 

ფოთლები წვრილი, ლანცეტისებური აქვს, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან — მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. ნაყოფი კურკიანია, მოგრძო-ოვალური ან მომრგვალო ფორმისა.

თესლიდან გამოზრდილი მცენარე მსხმოიარობას იწყებს 10-12 წელში, ხოლო კალმიდან გამოზრდილი 4-5 წლის შემდეგ.

ზეთისხილი ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგში, მაგრამ ცუდად ვითარდება და თითქმის არ მსხმოიარობს მჟავე ნიადაგებზე, უმჯობესია მისი გაშენება კარბონატულ-ყავისფერ, ალავიურ ნიადაგებსა და მშრალქვიან ფერდობებზე. ზეთისხილი -17 -20 გრადუს ყინვას უძლებს.

ნაყოფს იყენებენ დასამზადებლად, დასაკონსერვებლად, ზეთის გამოსახდელად, მედიცინაში, კოპტონს — ცხოველთა საკვებად, მერქანს — სადურგლო და სახარატო საქმეში.

ერთი ხიდან 15-60კგ. მოსავალი მოდის.

ერთი ხიდან 15-60კგ. მოსავალი მოდის.

საქართველოში, აფხაზეთის და კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში, ოდითგანვე იყო გავრცელებული ზეთისხილის კულტურა.

არსებობს ზეთისხილის არსებობის ისტორიული ფაქტები საქართველოში. ზეთისხილის მოშენება 1879 წ ახალ ათონში დაიწყეს ბერებმა და დიდი პლანტაცია გააშენეს.

გასაბჭოების შემდეგ ეს პლანტაცია საბჭოთა მეურნეობად გადაკეთდა. მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში ვერ განხორციელდა ჩანაფიქრის შესრულება, ზეთისხილს სხვა კულტურა ჩაანაცვლეს.

ცოცხლობს საშუალოდ 300-400 წელზე მეტ ხანს (არის უფრო ასაკოვანი ხეებიც).

ზეთისხილი

ზეთისხილის დარგვის ინსტრუქცია

ზეთისხილის დარგვა უმჯობესია წელიწადის მე-11 თვიდან (ნოემბერი) მე-5 თვის (მაისი) ჩათვლით. ზეთისხილი ირგვება 6×6, 6×7, 8X8, 10X10, 12X12, 10X14 მეტრი სქემით, ჯიშების მიხედვით.

ნერგის დასარგავად უნდა ამოითხაროს 50-80 სმ სიღრმის და 50-80 სმ სიგანის ორმო, ამოთხრილი მიწის ზედა ნახევარი ფენა ორმოს ერთ მხარეს თავსდება ხოლო ქვედა ფენა მეორე-მხარეს.

ამოთხრილი ორმო ამ მდგომარეობაში სასურველია 20-30 დღის განმავლობაში დარჩეს, რადგან ამოთხრილი მიწის ზედა ფენა თავსდება ორმოს ქვედა ნაწილში, ხოლო დარჩენილი ქვედა ფენას ნიადაგის ანალიზების შედეგების გათვალისწინებით ემატება ორგანული და მინერალური სასუქები.

აღნიშნული მიწა გამოიყენება უშუალოდ ნერგის დარგვისას. თუ დასარგავი ნერგები მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში, მაშინ დარგვამდე ნერგს უნდა შემოეცალოს პარკი და მიწის კოშტიანად უნდა მოთავსდეს სარგავ ორმოში.

მიწა ნერგს უნდა შემოეყაროს ფესვის ყელამდე. ახლად დარგული ნერგი უნდა დამაგრდეს სარზე განსაკუთრებით ქარიან ადგილებში და უნდა მოირწყას.

დარგვისას ნერგი უნდა მოირწყას, შემდეგ დარგვიდან 1 თვეში, მორწყვა დამოკიდებულია ნალექის ატმოსფერული ნალექის რაოდენობაზე, ძირითადად ზაფხულში თვეში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება.

დარგვიდან  მომდევნო წელს (2 წელი), იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით ნერგი ერთხელ უნდა გაისხლას ზევიდან და ცოტა გვერდებზეც, რათა  ძალიან არ გაიზარდოს სიმაღლეში, რომ შემდგომში გაადვილდეს მოსავლის აღება.

ნერგს (ხეს) მოსავალი მოაქვს: დარგვიდან 5 წლის / 7 წლის განმავლობაში-10კგ / 20კგ (შესაძლებელია მეტიც), 7 წლის / 10 წლის განმავლობაში-50კგ და მეტი.

ზეთისხილის 4კგ/5კგ ნაყოფიდან გამოდის 1 ლიტრი ზეთი.

ზეთისხილის ფოთლები გამოიყენება კოსმეტიკაში,ასევე შინაურ ცხოველთა საკვებად.
ზეთისხილის  ნაყოფის აღება იწყება ოქტომბრის თვიდან (ჯერ მწვანე ფერისაა) და ნოემბერ-დეკემბერის თვეებში მწიფდება (შავდება).

ნაყოფიდან ზეთის გამოწურვის შემდეგ ნარჩენი ასევე გამოიყენება შინაურ ცხოველთა საკვებად, კურკები კი საწვავ-მასალად.

ერთი ხიდან 15-60კგ. მოსავალი მოდის.

კომპანია “ჯეოლაივი” რედაქცია: აგროკავკასია.

თქვენი რეკლამა