ალუბლის გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება

ალუბლის, ალუბალი, გარემო, პირობები

ნიადაგი

ალუბალი ხასიათდება გარემო პირობების მიმართ კარგი შეგუების უნარით. იგი კარგად ხარობს ნაყოფიერ, კარგი აერაციის მქონე დრენირებულ მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე. ალუბლის ჯიშები ნიადაგის ტენისადმი ზომიერი მოთხოვნილებით გამოირჩევიან.

ტემპერატურული რეჟიმი

ალუბალი ბლის მსგავსად სინათლის და სითბოს მოყვარული კულტურაა. თუმცა საკმაოდ ყინვაგამძლეც არის. ჯიშების უმეტესობა, მოსვენების ფაზაში, დაუზიანებლად იტანს -25-30 °C ტემპერატურას.

ნაყოფის მომწიფებისთვის საჭიროა 1600-2000 °C აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. ყვავილობას იწყებს 9–10 °C.

ალუბლის ყვავილი საკმაოდ მგრძნობიარეა გაზფხულის წაყინვებისადმი და შეიძლება დააზიანოს –2–4 °C-ზე დაბალმა ტემპერატურამ. ასევე შეიძლება დაზიანდეს ნაყოფები სიმწიფის დასაწყისში და გამოიწვიოს მათი ცვენა.

ნალექები

ალუბალი საკმაოდ გვალვაგამძლე მცენარეა. წყლის მიმართ ზომიერი მომთხოვნია. ხანგრძლივი, და ჭარბი ტენიანობა უარყოფით გავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე და განსაკუთრებით ნაყოფის შეფერვის ინტენსივობაზე.

მავნებელ-დაავადებები

ალუბალი ხშირად ზიანდება შემდეგი მავნებელ-დაავადებებთ: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი, რინქიტი, კურკოვანთა ფოთლების დაფაცხავება (კლასტეროსპოროზი), მონილიოზი, კურკოვანთა ნაადრევი ხმობა, ნაცრისფერი სიდამპლე, ბაქტერიული კიბო. ვერტიცილიოზი და სხვ.

აღნიშნული მავნებლების და დაავადებების წინაღმდეგ შესაბამის აგროვადებში უნდა ჩატარდეს ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებები.

ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

თქვენი რეკლამა