ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა

მეფუტკრე

ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.

მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის  გადამზადება 4 ფაზას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც ფერმერები ეცნობიან როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს.

ტრენინგების მესამე ფაზის ფარგლებში მეფუტკრეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე:

• საბოლებლის უსაფრთხო  გამოყენება;
• ფუტკრის ოჯახებად დაყოფა;
• მთა-ბარობა;
• დაავადებების იდენტიფიკაცია;
• ჰოლსტის მეთოდის გამოყენება;
• ფაროსანას წინააღმდეგ ფერომონების გამოყენება;
• თაფლის დაწურვის და შენახვის პირობები;
• საფუტკრის რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ფურცელის შევსება;
• ვაროაზე ტესტის ჩვენება, მიღებული შედეგების ანალიზი და მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიების/მეთოდის არჩევა.

ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სწავლებას უძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები.

მეფუტკრე ფერმერების ტრენინგის პირველი ფაზის ფარგლებში 1000-მდე მეფუტკრე, ხოლო ტრენინგის მეორე ფაზის ფარგლებში, 1105 მეფუტკრე გადამზადდა.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, ფერმერებს პრაქტიკული სწავლებებიც ჩაუტარდათ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების და შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.

თქვენი რეკლამა