
შტოში (ლათ. Vaccinium oxycoccos, სინ: Oxycoccus quadripetalus Gilib, რუს. клюква) დაბალკალორიული პროდუქტია.
შტოში უხვად (90%-მდე) შეიცავს წყალს, მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს:
ვიტამინები (C, B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი, PP), მიკროელემენტები (ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი) და, რაღა თქმა უნდა, ცილები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, ფლავონოიდები, პექტინი, საპონინი, გლიკოზიდები.
შტოშის პლანტაცია მოსავლს აღება წინ ძალიან ლამაზია.
ზოგადად მსხვილნაყოფიან შტოშს (Oxycoccus macrocarpus) ამერიკაში, ქვიშიან ნიადაგზე აშენებენ, გრუნტი დაწეულია დაახლოებით ერთი მეტრით დაბლა, შტოში ადვილად მრავლდება, მცირე დროში ითვისებს მთელ ნაკვეთს.
შემოდგომაზე (მოსავლის აღების წინ) პლანტაციას ტბორავენ, შტოშის ნაყოფის შემადგენელი ჰაერის ბურთულები ნაყოფს მაღლა (წყლის ზედაპირზე) წევს.
წყლის ზედაპირიდან სპეციალური კომბაინებით ხდება მოსავლის აღება.
ეს Ocean Spray-ის (მსხვილი კოოპერატივის) მეურნეობაა, იგი აერთიანებს 600 ფერმერს აშშ-ს 6 შტატიდან და კანადის რამდენიმე ოლქიდან, კოოპერატივი ითვლის 2000 თანამშრომელს, დამატებით სეზონზე მექსიკიდანაც მოდიან მშრომელები.
შტოში ყვავილობას მაის-ივნისში იწყებს. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება და მისი მოკრეფა მომდევნო გაზაფხულამდე შეიძლება.