იანვრის ბოლოს აზერბაიჯანმა რუსეთის ფედერაციას საკვები კვერცხის მორიგი პარტია მიაწოდა 612 ათასი ცალის რაოდენობით.
„27 იანვარს იარაგ-ყაზმალიარის საგუშაგოს გავლით აზერბაიჯანიდან 36 ტონა (612 ათასი ცალი) საკვების კვერცხის მორიგი პარტია შეიტანეს რუსეთში შემდგომი რეალიზაციისთვის“, – იუწყება „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“.
ტვირთის დროებით შესანახ საწყობში განთავსებისთანავე ჩატარდა სინჯის აღების პროცედურა, საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების დასადგენად.
„27 იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან რუსეთში 5,2 მილიონი ერთეული საკვები კვერცხი შემოვიდა.“, – აღნიშნავენ დეპარტამენტში.
აზერბაიჯანმა საკვები კვერცხის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 19 დეკემბერს დაიწყო.