რა არის ჰიდროპონიკა – მითები ჰიდროპონიკის შესახებ

ჰიდროპონიკა

რა არის ჰიდროპონიკა?

სიტყვა ჰიდროპონიკა არის ლათინური წარმოშობის და აღნიშნავს წყალზე მომუშავეს. ეს არის უბრალოდ ხელოვნება მცენარის გაზრდისა მიწის გარეშე.

რატომ მუშაობს ჰიდროპონიკა ასე ეფექტურად?

პასუხი მარტივია-მცენარეს მიეცემა ზუსტად ის რაოდენობა საკვები ელემენტების რას სჭირდება, იგიგაიზრდება ისეთი ჯანსაღი როგორიც მას აძლევს გენეტიკა საშუალებას. ჰიდროპონიკით ამის მიღწევა გაცილებით მარტივია, ვიდრე მიწის მეშევეობით.

ჰიდროპონიკის შემთხვევაში მცენარე იზრდება ინერტული მასის და იდეალურად დაბალანსებული PH-ის დონის მეშვეობით. ეს გარემოება ხელს უწყობს მცენარეს მარტივად მიიღოს საჭირო მკვებავი ელემენტები, რომლებიც მას სჭირდება, ვიდრე მიწის შემთხვევაში, როდესაც ფესვებს უწევთ მოძიება ორგანულად მდიდარი ადგილების და შემდეგ მათი გადამუშავება.

ამრიგად ენერგია იხარჯება გადამუშავების პროცესში, რომელიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მცენარის ზრდისა და ყვავილობისათვის. თუ თქვენ გაზრდით გენეტიკურად იდენტურ ორ მცენარეს, ერთს მიწაში და მეორეს ჰიდროპონიკის მეშვეობით, აშკარად შეამჩნევთ სხვაობას.

უფრო სწრაფი და უკეთესი ზრდა, მეტი მოსავლიანობა არის იმ უამრავი მიზეზებიდან რამოდენიმე, რომლის გამოც ჰიდროპონიკის მეთოდი არის მიჩნეული საუკეთესოდ და მსოფლიო მასშტაბით დანერგილია როგორც სახლის პირობებში წარმოების კუთხით, ისე კომერციული წარმოების პირობებში.

ჰიდროპონიკა

 

რა არის გასაზრდელი მასა?

გასაზრდელი მასა არის მატერიალი (მასალა) რომელშიც იზრდება მცენარის ფესვები. არსებობს უამრავი სახეობის ასეთი ტიპის მატერიალი (მასალა) რომლის გამოყენებაც შეიძლება ჰიდროპონიკისათვის: ვერმიკულიტი, პერლიტი, ქოქოსის მასა, ქვიშა, ხრეში და ა.შ. გასაზრდელი მასა არის ინერტული მატერიალი (მასალა), რომელიც თავის მხრივ არის სტერილური და არ აწვდის მცენარეს რაიმე მკვებავ ნივთიერებებს.

ყველა ელემენტის მიწოდება ხორციელდება მკვებავი ხსნარის მეშვეობით, მიწოდების კონტროლი მარტივია და მისი კორექტირებაც შესაბამისად. მორწყვა/კვების პერიოდები შეიძლება დარეგულირებული იქნას ტაიმერის მეშვეობით.

რა სხვაობაა ჰიდროპონიკული, ორგანული და „რეგულარული“ სასუქებისგან? ყველა სახის სასუქი შეიცავს სამ ძირითად ელემენტს: აზოტი, კალიუმი და ფოსფორი. ძირითადი სხვაობა ჰიდროპონიკის სასუქებთან არის მიკრო ელემენტების ზუსტი რაოდენობების შემცვლელობა. მცენარეები ასეთი ტიპის მიკრო ელემენტებს ძირითადად პოულობენ მიწაში. პრობლემები წარმოიშვება მაშინ, როდესაც მიწაში არ არის ზოგიერთი მიკრო ელემენტი ან ნაკლებობა ნიადაგის გამოფიტვის შედეგად.

ორგანული სასუქები პრინციპულად განსხვავდება მისი მახასიათებლებით და პრინციპებით, იგი ეყრდნობა მხოლოდ სინერგეტიკულ მოქმედებას – ბაქტერიების და მიკრობების ერთობლივ დაშლის პროცესს, რომელიც შემდგომ ადვილად მისაღები ხდება მცენარისათვის.

ჰიდროპონიკა

რა არის მიკრო ელემენტები?

მიკრო ელემენტები, რომელიც საჭიროებს ჯანსაღი ზრდის პროცესის სტიმულირებისათვის არის კალციუმი, მაგნეზიუმი, გოგირდი, ბორი, კობალტი, რკინა, მაგნიუმი, მოლბდენი და თუთია. როდესაც ნაკლებობა წარმოიშვება რომელიმე ელემენტის მხრივ, მცენარე განიცდის სტრესს, ეცემა იმუნიტეტი დაავადებებისა და მწერებისადმი. რა დონეზეა კომპლექსურად რთული ჰიდროპონიკული მებაღეობა? ჰიდროპონიკული სისტემა შეიძლება იყოს დაუჯერებლად მარტივი, როგორ ცალკეული მცენარის გაზრდა ქოთანში, რომელსაც არ სჭირდება არანაირი ავტომატიზირება, ელექტროენერგია ან ხელოვნური განათება.

ბუნებრივად, ტექნოლოგიური გაუმჯობესების პოტენციალი თქვენს ხელშია, რაც დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე, პროცესები შესაძლებელია მაღალი ტექნოლოგიების პირობებში დანერგილი იყოს სრულად ავტომატიზირებულად, რომელიც გაკონტროლდება თქვენი კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან. ძირითადი ჰიდროპონიკული მეურნეობები არის ზემოთხსენებულ ორ უკიდურესობას შორის ტექნოლოგიების მხრივ.

საშუალო ტექნოლოგიების მქონე ჰიდროპონიკული სისტემა მოყვარულებისათვის მოიცავს შემდეგ ელემენტებს: გასაზრდელი გობი, წყლის ავზი, ნასოსი წყლისათვის რომელიც მუშაობს წყლის ქვეშ, ტაიმერი, ჰაერის ნასოსი ან ჰაერის ქვა რომელიც ხელს უწყობს ჟანგბადის მიწოდებას. რა თქმა უნდა ხელოვნური ან ბუნებრივი განათება აუციელებელია.

ჰიდროპონიკა

გავფანტოთ მითები ჰიდროპონიკაზე

მითი: ჰიდროპონიკა არის ახალი ტექნოლოგია

ეგვიპტის ფარაონები ტკბებოდნენ ჰიდროპონიკის მეთოდით მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით. მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი საოცრება-ბაბილონის შეკიდული ბაღები, ცნობილია რომ მუშაობდა ჰიდროპონიკის პრინციპზე.

მითი: ჰიდროპონიკა არის ხელოვნური, არაბუნებრივი

მცენარის ზრდა არის რეალური და ბუნებრივი მოვლენა. მათ სჭირდებათ ძირითადი ელემენტები ბუნებრივი ზრდის ხელშეწყობისათვის. ჰიდროპონიკის სისტემა არ ახორციელებს მცენარის გენეტიკურ მუტაციას ან მისი შემადგენლობა არ იძლევა რაიმე განსაკუთრებულ ქიმიურ შემადგენლობას, რომლის საფუძელზეც მცენარის ფესვები უჩვეულოდ იზრდება. სწორად და ეფექტურად შერჩეული მკვებავი ელემენტების საფუძელზე, შესაძლებელია ორგანული პროდუქციის გაზრდა ჰიდროპონიკის მეშვეობით.

მითი: ჰიდროპონიკა მავნეა გარემოსათვის

აღნიშნული მოსაზრება მცდარია. ჰიდროპონიკის მეთოდით მოყვანილი პროდუქცია ეკოლოგიური თვალსაზრისით ხელს უწყობს გარემოს ვიდრე მიწაზე წარმოებულის შემთხვევაში. თუ მივიჩნევთ რომ წყალი ყველაზე საჭირო რესურსია ჩვენს პლანეტაზე, ჰიდროპონიკის მეთოდით ჩვენ ვიყენებთ 70-90%-ით ნაკლებ წყალს ვიდრე რეგულარული მეთოდით.

მეორე დადებითი უპირატესობა არის დანაგვიანების ფაქტორი-ჰიდროპონიკის შემთხვევაში ჩვენ არ ვასხამთ ზედმეტ სასუქებს და პესტიციდებს მდინარეებში, ტბებში და სხვა წყლის რესურსებში. მხოლოდ ეს ორი გარემოება-წყლის ეკონომია და დაბინძურების თავიდან არიდება უკვე ცხადყოფს ჰიდროპონიკის უპირატესობას გარემოს მხრივ.

მითი: ჰიდროპონიკა არის საკმაოდ რთული მეცნიერება რომლის გაგებაც შეუძლია მხოლოდ მეცნიერს, და ფერმერისათვის არ არის ხელმისაწვდომი

ჰიდროპონიკის სისტემა არის საკმაოდ მარტივი და პრაქტიკული, თქვენ გჭირდებათ მხოლოდ საჭირო ინვენტარი რათა ეფექტურად ააწყოთ ჰიდროპონიკული მებაღეობა.

მითი: ჰიდროპონიკა არის ძალიან ძვირი ტექნოლოგია

არ შეესაბამება სიმართლეს. ყოველთვის არის ახალი ინსტრუმენტი რომლის შეძენაც გსურთ რათა გაიღრმავოთ ცოდნა და მეტი ეფექტი მიიღოთ. ნებისმიერი წარმადობის შემთხვევაში ეფექტი რომელიც მოაქვს ჰიდროპონიკის სისტემას, იძლევა შედეგს რომლის საფუძველზეც ხელსაყრელი ხდება ინვესტირება.

მითი: ჰიდროპონიკა არ არის გავრცელებული

ჰიდროპონიკა მსოფლიოში აქტიურად არის გავრცელებული. იგი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში სადაც კონკრეტული მცენარეების სახეობების გაზრდა შეუძლებელია კლიმატური პირობების გამო. გამოიყენება ქვეყნებში და მათ შორის აშშ-ში, სადაც ნიადაგმა წლების მანძილზე განიცადა გამოფიტვა.

მითი: ჰიდროპონოკა არ საჭიროებს პესტიციდებს

კარგი იქნებოდა ეს მითი რომ ყოფილიყო რეალობა, თუმცა სამწუხაროდ პესტიციდები გამოიყენება ჰოდროპონიკის შემთხვევაშიც, მაგრამ გაცილებით მცირე რაოდენობებით ვიდრე მიწაზე გაზრდის შემთხვევაში, რადგან მცენარეები ჰიდროპონიკის შემთხვევაში უფრო ჯანსაღი კვების პირობებში არიან მეტად გამძლე დაავადებებისადმი, თუმცა ზოგიერთი სახეობის მავნებლები რომლებიც დაბუდებული არიან მიწაში საერთოდ არ გვხდება ჰიდროპონიკის შემთხვევაში.

მითი: ჰიდროპონიკის შემთხვევაში ნაყოფი არის უჩვეულოდ დიდი ზომის

აღნიშნულ გამონათქვამს აქვს გარკვეული საფუძველი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი: ყოველ თესლს, როგორც ყოველ არსებას, აქვს თავისი გენეტიკური კოდი, რომელიც განსაზღვავს მისი გაზრდის სიდიდეს, მოსავლიანობას, პოტენციურ მსხმოიარობას და სურნელს. ჰიდროპონიკას არ შეუძლია ჩერი პომიდორი გადააქციოს დიდ პომიდორად, მაგრამ მას შეუძლია გაზარდოს საუკეთესო ჩერი პომიდორი.

მცენარის გაზრდა მის მაქსიმალურ პოტენციალამდე მიწაში არის თითქმის შეუძლებელი, რადგან ნიადაგში ყველა კომპონენტი არეულად არის მოცემული რაც ზეგავლენას ახდენს მცენარის ზრდის პროცესზე. ხოლო ჰიდროპონიკის დროს ყოველი ელემენტის მიწოდება ხორციელდება კონტროლირებადი სისტემით და შესაძლებელი ხდება მცენარეს შეექმნას მისთვის საუკეთესო პირობები.

აგრეთვე მიწაში ზრდის შემთხვევაში, მცენარე ენერგიის საკმაოდ დიდი ნაწილს იყენებს მკვებავი ელემენტების გადამუშავებისათვის, როდესაც ჰიდროპონიკის შემთხვევაში მცენარეს ეს პროცესი არ სჭირდება.

ჰიდროპონიკა

ავტორი: სენს სელექშენი, რედაქცია: აგროკავკასია

თქვენი რეკლამა