საბერძნეთში ფერმერებმა ტრაქტორებით გზები გადაკეტეს

ფერმერები

საბერძნეთში ფერმერებმა, ტრაქტორებით ათონისა და სალონიკის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი ხელისუფლების მიერ გადასახადების და სოციალური შენატანების ზრდაა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ekathimerini.

ფერმერთა საპროტესტო აქციის გამო, პოლიცია იძულებული გახდა ამ რეგიონში მოძრაობის მიმართულება შეეცვალა. გზების გადაკეტვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვა რეგიონებშიც.

ფერმერები იმუქრებიან, რომ თუ ხელისუფლება დათმობებზე არ წავა, ბულგარეთის საზღვართანაც მოახდენენ მაგისტრალის ბლოკირებას, როგორც ეს შარშან გააკეთეს და რამაც სერიოზული პრობლემები გამოიწვია.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო კრედიტორებმა გადაწყვეტილება მიიღეს, საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების განახლების შესახებ, რომელიც 2016 წლის დეკემბერში შეჩერდა.

თქვენი რეკლამა