კომპანია Glascom Tuinbow-მ შეიმუშავა მინის მარკა SmartGlass, რომელიც ზამთარში სათბურის განათებას 10%-ით ზრდის, იტყობინება ჟურნალი HortiBiz.
SmartGlass 90%-იანი სინათლის გამტარობის დიფუზიური მინაა.
„ზაფხულში SmartGlass ისეთივე თვისებებით ხასიათდება, როგორც სხვა სახის მინა, ხოლო ზამთარში, როცა განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრაქტიკულად ნებისმიერი კულტურის განვითარებისთვის, მასალა უკეთესი შედეგების დემონსტრირებას ახდენს“,-აღნიშნავს კომპანიის დირექტორი მიხელ ვან სპრონსენი.
სწორედ ამ სახის მინა შეირჩა ექსპერიმენტული სათბურისთვის ვაგენინგენის უნივერსიტეტში, რომელიც წამყვანი აგრარული უნივერსიტეტია ნიდერლანდებში და ბოსტნეული კულტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრია მსოფლიოში.
ახალი ტიპის მინა გამოიყენება ევროპის სხვა ქვეყნებშიც (მაგ. პოლონეთში ათობით ჰექტარზე გაშენებულ სათბურებში), აშშ-ში, კანადაში, ინდოეთში…