
პოლონეთის ბაზარზე, დიდი რაოდენობით უზბეკური საზამთროს და ნესვის ექსპორტი დაიწყო.
ვარშაველი ახალგაზრდა მეწარმე-თანამემამულეების მიერ დაარსებული კომპანია „ნარ ჯუსი“, პოლონეთში უზბეკეთის სირდარიას რეგიონში მოყვანილი საზამთროს ექსპორტს უწყობს ხელს.
პროდუქტების ტრანსპორტირება, თანამედროვე მაცივრიან კონტეინერებში, საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების სრული დაცვით ხდება, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათი სასაქონლო სახისა და ხარისხის შენარჩუნებას, წერს საინფორმაციო სააგენტო „დუნიო“.
უზბეკური საზამთრო ადგილობრივ მოსახლეობას მოეწონა. პოლონელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ უზბეკური საზამთრო არა მხოლოდ სიტკბოთი, არამედ ბუნებრივი გემოთიც გამოირჩევა. პოლონეთის ბაზრებზე უზბეკურ საზამთროსა და ნესვზე დიდი მოთხოვნაა და ეს საექსპორტო პარტიები, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოების მიზნით თანმიმდევრულად მიმდინარეობს მუშაობა. მეწარმეები უახლოეს მომავალში უზბეკური პროდუქციის, ევროპის სხვა ქვეყნებში მიწოდებას გეგმავენ.
მეწარმე საგდიანა ხაშიმოვა:
„მე უზბეკეთიდან პოლონეთში ბაღჩეულის, კერძოდ, საზამთროსა და ნესვის ექსპორტს ვახორციელებ. ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან მოეწონა უზბეკეთის ტკბილი საზამთრო – ისინი ჩვენს პროდუქციას დიდი სიამოვნებით ხვდებიან. ბევრი აქ ისევ და ისევ ბრუნდება, რათა უზბეკური საზამთროს ნამდვილი გემო დააგემოვნოს. ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ პროდუქციის დიდი მოცულობის ექსპორტი“.
პოლონეთში უზბეკ მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიზომიდინ აბდულაევი:
„უზბეკური ბაღის და ბაღჩეული პროდუქტები, განსაკუთრებით საზამთრო, სულ უფრო პოპულარული ხდება პოლონეთის ბაზარზე და მთლიანად ევროპაში. ისინი ფასობენ ბუნებრივი გემოსა და მაღალი ხარისხის გამო. წელს ჩვენ დავიწყეთ უზბეკური საზამთროს რეგულარული მიწოდება პოლონეთის ბაზარზე და ჩვენმა პროდუქციამ დადებითი გამოხმაურება მიიღო მყიდველებისგან.
ჩვენი შესვლა პოლონეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ადასტურებს უზბეკეთის მზარდ საექსპორტო პოტენციალს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ უზბეკეთიდან სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას, არა მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის, არამედ ტექსტილისა და სხვა კატეგორიის საქონლის. ჩვენ გვჯერა, რომ უზბეკეთსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება, ევროპაში უზბეკეთის პროდუქციის სტატუსს გააძლიერებს.
წყარო: dunyo.info