სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩაატარებენ ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის.
გთხოვთ მობრძანდეთ !
ტრენინგი ფერმერებისთვის (21 სექტემბერი, დასაწყისი: 10:00 სთ)
- „მინიმალური“ და „ნულოვანი“ ტექნოლოგიების გამოყენება აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ ზონაში;
- კარტოფილის წარმოების თანამედროვე მინიზირებული ტექნოლოგია;
- ხეხილოვანი და კაკლოვანი კულტურების მექანიზაცია;
- სახნავ აგრეგატში წევის ძალის შემცირების გზები.
საჯარო ლექცია/პრეზენტაციები (21 სექტემბერი, დასაწყისი: 10:00 სთ)
- მცენარეთა ბიოლოგიური დაცვა და მისი როლი მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემაში;
- „ბიოაგროწარმოება-სოფლის მეურნეობის მომავალი“;
- მეძროხეობა – გუშინ, დღეს და ხვალ საქართველოში;
- მეაბრეშუმეობის დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები;
- ქართული ფუტკრის პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური) იდენტიფიცირება და სანაშენე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა;
- როგორ შეიძლება ბრუცელოზის ლიკვიდაციის მიღწევა საქართველოში;
- ცხოველების პარაზიტული ორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებათა ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის შესახებ;
- ბუნებრივი საკვები სავარგულების არსებული მდგომარეობა და მათი რაციონალური გამოყენება.
მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი N17
განცხადებას ავრცელებს – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი