„აგროკავკასია“ – ერთი მილიონი უნიკალური მომხმარებელი

top.ge-ს სტატისტიკით, საიტზე „აგროკავკასია“ უნიკალური მომხმარებლის რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.

ქვეყანაში სოფლის მეურნეობის და სასოფლო დასახლებების განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესების ფონზე, განსაკუთრებით თვალშისაცემია-დარგობრივი საინფორმაციო საშუალებების სიმწირე, დარგში მიმდინარე მსოფლიო და ადგილობრივი პროცესების გაშუქება არასაკმარისად ხდება.

ახალი ტექნოლოგიების, ჯიშების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, აგრობიზნესის, აგროტურიზმის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, მებაღეობის, მეთევზეობის და ა.შ დარგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქართულ ენაზე ფაქტიურად შეუძლებელია.

სოფლის მეურნეობა მსოფლიოში ძალზედ სწრაფად პროგრესირებს, პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ და კონკურენტუნარიანი პროდუქტი ვაწარმოოთ, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო-დინამიურად განვითარებადი სივრცის არესებობა და მისი ხელშეწყობა.

წარმოება და მარკეტინგიკი 21 საუკუნეში წარმოუდგენელია ინფორმაციული უზრუნველყოფის გარეშე.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე 2014 წლის სექტემბერში, დავიწყეთ პროექტის  განხორციელება, რომელიც მიზნად საინფორმაციო-ანალიტიკური აგროპორტალის შექმნას ისახავდა, ასე შეიქმნა „აგროკავკასია“ ქართული დარგობრივი ინტერნეტ გაზეთი.

საინფორმაციო-ანალიტიკური აგროპორტალის სტრუქტურა

ფერმერთა საჭიროებიდან გამომდინარე, შერჩეული იქნა რუბრიკები:

მემცენარეობა, მეფუტკრეობა, აგროტურიზმი, მეცხოველეობა, მებაღეობა, მევენახეობა, მეთევზეობა, მეღვინეობა, მებოსტნეობა, წარმოება, ბიზნესი, ტექნოლოგია, ახალი ამბები, ფერმერთა სკოლა, აგრორჩევები…

საიტზე ყოველდღიურად შუქდება დარგობრივი, აგრეთვე დარგთან დაკავშირებული საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, საკანონმდებლო რეგულაციები, იდება აგროტექნოლოგიები და სხვა ფერმერებისთვის საინტერესო მასალა.

დიდი მადლობა ყველას ვინც ეწვიეთ ჩვენს საიტს.

თქვენი რეკლამა