თხის რძის მწარმოებელი 10 წამყვანი ქვეყანა

თხის, რძე

უძველესი დროიდან თხის რძე  მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ხალხურ მედიცინაში.

თხის რძეს აქვს სპეციფიკური სუნი და გემო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთს არ შეუძლია მისი დალევა. იმავდროულად, მისი ქიმიური შემადგენლობა და თვისებები ახლოს არის ძროხის რძის შემადგენლობასა და თვისებებთან. ის უბრალოდ შეიცავს მეტ ცილას, კალციუმს, ცხიმს და კაროტინს.

თხის რძეში ცხიმის შემცველობა 3,6 %-დან 5.0 %-მდე მერყეობს, ეს პარამეტრი დიდწილად დამოკიდებულია თხის ჯიშზე და შენახვის პირობებზე და შეიძლება იყოს უფრო მაღალიც, თუმცა სრულად ხდება ათვისება და არ გროვდება ორგანიზმში.

თხის რძეს და მისგან დამზადებულ პროდუქტებს გარდა იმისა, რომ ადამიანი მოიხმარს საკვებად, მისი განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობის გათვალისწინებით იგი გამოიყენება თერაპიულ და დიეტურ კვებაშიც.

მისი დალევა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვს გაუარესებული. რა თქმა უნდა, მის გამოყენებასთან ერთად, მკურნალობაც მოგიწევთ. ასევე რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ტუბერკულოზის მკურნალობის დროს. (სამკურნალოდ პროდუქტი გამოიყნენთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალსიწინებით).

2023 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) დაამუშავა 2021 წლის წარმოების მონაცემები და შეადგინა მსოფლიოში თხის რძის წამყვანი ქვეყნების TOP 10.

თხის რძის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების ტოპ ათეული

2021 წლის ბოლოს, FAO-ს მონაცემებით, ეს ათი ქვეყანა ლიდერობდა თხის რძის წარმოებაში. ინდოეთი, ბანგლადეში, სუდანი, პაკისტანი, საფრანგეთი, თურქეთი, ესპანეთი, სამხრეთ სუდანი, ნიდერლანდები და სომალი.

ქვეყნის ადგილი რეიტინგში და წარმოების მოცულობა:

1. ინდოეთი 6070248 ტონა;
2. ბანგლადეში 2668382 ტონა;
3. სუდანი 1155446 ტონა;
4. პაკისტანი 991000 ტონა;
5. საფრანგეთი 709590 ტონა;
6. თურქეთი 622785 ტონა;
7. ესპანეთი 519200 ტონა;
8. სამხრეთ სუდანი 471182 ტონა;
9. ნიდერლანდები 387840 ტონა;
10. სომალი 379793 ტონა.

* ინდოეთის (პირველი) თხის რძის წარმოება თექვსმეტჯერ აღემატება სომალის (მეათე) წარმოების მოცულობას.

თქვენი რეკლამა