ყაზახეთში ახალი ლოჯისტიკური ცენტრი გაიხსნა

ლოჯისტიკური, ცენტრი, ყაზახეთი

თურქესტანის რეგიონის ქალაქ არისში ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში ახალი დიდი ობიექტი ამოქმედდა.

„ახალი ცენტრი მიზნად ისახავს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას არა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებთან, არამედ აზიასთან და ევროპასთან, რაც ხელს შეუწყობს სურსათის ფასების სტაბილიზაციას და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას“, – განუცხადეს ElDala.kz-ს რეგიონული ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

კომპანია MEGA-AGAT-ის დირექტორის ალიშერ რუსტემბეკის თქმით, პროექტის ღირებულება 4 მილიარდი ტენგე იყო (7733562 $). კომპლექსი აშენდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც აკმაყოფილებს მაღალ ლოჯისტიკურ მოთხოვნებს. არისის, როგორც სატრანსპორტო კვანძის სტრატეგიული მდებარეობა ცენტრს რეგიონული და საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან კვანძად აქცევს.

კომპლექსის საერთო ფართობი 6 ჰექტარია. სასაწყობო ფართს 17 000 მ2 უკავია. აქედან: 14 000 მ2 განკუთვნილია მყარი ტვირთების შესანახად. 3 000 მ2 აღჭურვილია სავენტილაციო სისტემებით ხილის, ბოსტნეულისა და მალფუჭებადი საკვების შესანახად.

ცენტრი უზრუნველყოფილია რკინიგზით, ტვირთის გადაზიდვის საორგანიზაციო პუნქტით და ეფექტური და სწრაფი საბაჟო მომსახურებით.

ეს კომპლექსი მნიშვნელოვნად გაზრდის ქალაქის მნიშვნელობას არა მხოლოდ ყაზახეთში, არამედ საერთაშორისო სავაჭრო ასპარეზზეც, აქცევს რა მას თანამედროვე ლოჯისტიკურ ცენტრად.

თქვენი რეკლამა