ყაზახეთი პროდუქტების გადამუშავების სტიმულირებას მოახდენს

ყაზახეთი, გადამუშავება

ყაზახეთის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სექტორში გადამუშავების სტიმულირებას მოახდენს.

ყაზახეთი შეიმუშავებს ყოვლისმომცველ გეგმას სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებისთვის, შესაბამისად დამატებითი ღირებულების პროდუქციის წარმოების განვითარებისათვის.

როგორც ElDala.kz წერს, ამ დარგის სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებები ასევე გაწერილი იქნება ყაზახეთის რესპუბლიკის აგროინდუსტრიული კომპლექსის 2021–2030 წლების განვითარების კონცეფციაში, რომელშიც ცვლილებებს და დამატებებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ცვლილებების პროექტით, გატარდება ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს პირველადი წარმოებიდან ეტაპობრივ გადასვლას უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციის წარმოებაზე და აგროინდუსტრიულ კომპლექსში გადამუშავებული პროდუქციის წილის 70%-მდე გაზრდას.

„შეიქმნება დეტალური საგზაო რუკები გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ხორცის, რძის, მარცვლეულის, ხილის, ბოსტნეულის და ა.შ. გადამუშავების განვითარებისათვის, რაც მიზნად ისახავს გაზარდოს მაღალი ხარისხის ნედლეულის სიმცირით გამოწვეული დაბალი საწარმოო სიმძლავრეები.

ღრმა გადამუშავების პრიორიტეტული და პერსპექტიული სფეროები იქნება ხორცი, რძე და მარცვლეული. გადამამუშავებელი საწარმოების მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ ნედლეულით უზრუნველყოფის მიზნით, გაფართოვდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის მიწოდებისთვის ფერმერებს სუბსიდიებს გადაუხდიან.

გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ნედლეულის შესაძენად ხელმისაწვდომი საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფის მიზნით, გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ცალკე მიმართულება იქნება გათვალისწინებული“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

ასევე გადაიხედება საგადასახადო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების განვითარების სტიმულირების მიზნით.

ქვეყანა ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს გადამამუშავებელი მრეწველობის შექმნისა და მოდერნიზაციის მიზნით შეღავათიანი დაკრედიტების და საინვესტიციო ხარჯების ნაწილის სუბსიდირების გზით. ამასთან, გაფართოვდება საინვესტიციო სუბსიდირების ფარგლებში დაფინანსებული სფეროების ჩამონათვალი.

„სოფლის მეურნეობის პროდუქტების უფრო ღრმა გადამუშავების პროდუქციის წარმოების სტიმულირებისთვის, შემუშავდება საინვესტიციო სუბსიდირების ახალი პასპორტი მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქციის წარმოებისთვის, გაზრდილი სუბსიდირების სტანდარტით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, იგეგმება ახალი გასაღების ბაზრების მოპოვება.

თქვენი რეკლამა