DCFTA ბარომეტრი – რამდენად კარგად იცით სურსათის უვნებლობის სტანდარტები?

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა და 2014 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, რომლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“  შეთანხმება (DCFTA).

DCFTA მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და იძლევა საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნის საშუალებას.

DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, იგი მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის სურსათის უვნებლობას.

სურსათის უვნებლობის პრინციპების დაცვა ეხმარება ფერმერსა თუ გადამამუშავებელს:

  • მოიყვანოს და აწარმოოს უვნებელი სურსათი საფრთხეების თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან მათ მისაღებ დონემდე შემცირების გზით;
  • დოკუმენტურად დაადასტუროს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უვნებლობა;
  • შეიმუშავოს მიკვლევადობის სისტემა, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ბაზრიდან გამოწვევის შემთხვევებისთვის;
  • მოიზიდოს ახალი მომხარებლები, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე და შეინარჩუნოს უკვე არსებული მომხმარებლები.

ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში”, შეიქმნა სახელმძღვანელო ნედლი ხილის, მეფუტკრეობისა და ბოსტნეულის სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ.

ამასთანავე დამზადდა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები და DCFTA ბარომეტრი – პირველადი წარმოების, ცხოველური წარმოშობის პროდუქციისა და გადამამუშავებელი საწამოების მიმართულებით.

—–

გამოსცადე შენი ცოდნა ბარომეტრით და გაიგე მეტი ევროკავშირში ექსპორტისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესახებ ამ სამი მიმართულებით:

—–

მასალები დამზადებულია ორგანიზაცია ელვას მიერ ტრაქტორთან თანამშრომლობით, ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში”. პროექტის პარტნიორები არიან CNFA და კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი (IRAC).

თქვენი რეკლამა