ევროპის ბაზარზე გაყინული ჟოლოს დეფიციტი იზრდება

ევროპის, ბაზარზე, გაყინული, ჟოლო

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ევროპაში გაყინული ჟოლოს დეფიციტი ისევ იზრდება.

ამ დროისთვის მყიდველები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან აქტიურად ეძებენ ამ პროდუქციის მომწოდებლებს რეგიონის გარეთ.

იმის გამო, რომ უკრაინაში მაღალი ხარისხის ჟოლოს ძალიან ცოტა მარაგია და პოლონეთი აგრძელებს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირების ბლოკირებას მისი ტერიტორიის გავლით, მყიდველების მთავარი ყურადღება სერბეთიდან და მაროკოდან მომწოდებლებისკენ არის მიმართული. იმპორტიორები ასევე დაინტერესებულნი არიან გაყინული ჟოლოს შეძენით ჩილედან, მექსიკიდან და ჩინეთიდან.

ამ პროდუქტზე ფასები გაიზარდა კიდევ 20-30 ევრო ცენტით კგ-ზე და ბევრი არ გამორიცხავს პროდუქტის ფასების შემდგომ ზრდას უახლოეს მომავალში. რადგან ახალი მოსავლის აღებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება.

„რადგან ჟოლოს ფასები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკიდურესად დაბალი იყო, მიწოდება კი მაღალი, საკვების მწარმოებლებმა დაიწყეს ამ კენკრის რეცეპტებში დაბრუნება. კვლავ გამოჩნდა ჟოლოს შემცველი წვენები, იოგურტები, ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა საკვები პროდუქტები. ამის გამო ჟოლოზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა უკვე 2024 წლის იანვარში დავინახეთ. შესაბამისად, ახალ სეზონში, უკრაინელი ჟოლოს მწარმოებლები, დიდი ალბათობით, შეძლებენ მოწეული კენკრის გაცილებით მაღალი ფასებით რალიზებას“, – ამბობს ანდრიი იარმაკი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი.

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ჟოლოს წარმოებასა და გადამუშავებაში ინვესტიციები უკრაინაში 2023/24 წლებში მკვეთრად გაიზარდა და იყო რეკორდული, მიუხედავად რუსეთის სამხედრო აგრესიისა.

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა