ატამის კულტურა საქართველოში კარგად ნაცნობია ფერმერებისათვის. იგი ერთ-ერთი მომგებიანი ხილია ბიზნესის თვალსაზრისით, რადგან თუკი ბაღს გავაშენებთ გონივრულად და შემდგომ მცენარეს მოვუვლით ყველა იმ პესტიციდით და სასუქით რაც მას ესაჭიროება მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, მაშინ კომერციული ბაღი პროდუქტიული იქნება 15-20 წლის განმავლობაში; სხვა ხეხილოვან კულტურებთან შედარებით ზემოთ აღნიშნული ფაქტი ძალიან კარგი მაჩვენებელია.
ატამის ბაღში ვეგეტაციის განმავლობაში მრავალი მავნებელ-დაავადება იჩენს თავს. ამიტომ მოსავლის აღების შემდეგ, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე კვლავ საჭიროა გავაგრძელოთ აგრო სამუშაოები, რადგან არ მოხდეს ფოთლის ან მცენარის სხვა ვეგეტაციური ნაწილების დაზიანება.
ბოლო რამოდენიმე წელია ატმის ბაღებში ფართოდ გავრცელდა (Eriosoma Lanigerum) იგივე ,,ბურტყლა ბუგრი’’, რომელიც იკვებება ღეროს ტოტებისა და ფესვების წვენით, რის გამოც ფერხდება მცენარის ზრდა და იკლებს მოსავლიანობა.
ბურტყლა ბუგრთან საბრძოლველად, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ახალი თაობის, მაღალეფექტური სისტემური ინსექტიციდი ტრანსფორმი, რომელიც საგრძნობლად ამცირების მავნებლის რიცხოვნობას ატმის კულტურაში.
მას შემდეგ რაც ატმის ბაღში დასრულდება ფოთოლცვენა, საჭიროა ჩატარდეს წამლობა მინერალური ზეთით, ფარიანების და ცრუფარიანების მოზამთრე ფაზების წინააღმდეგ.
მცენარის მოსვენების პერიოდში (ნოემბერი-დეკემბერი) სასურველია მოხდეს დამუშავება სპილენძის შემცველი პრეპარატებით: ჩემპიონი, კოსაიდ ოპტი. აღნიშენული პრეპარატები საუკეთესოა, როგორც სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, აგრეთვე სხვადასხვა ბაქტერიულ დაავადებებთან საბრძოლველად.
მას შემდეგ რაც სრულად მოხდება ფოთლის დაცვენა, საჭიროა ვიზრუნოთ მცენარის სხვლა-ფორმირებაზე, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მომავალი წლის მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე.
მხოლოდ სხვლა-ფორმირება არაა საკმარისი ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ამისთვის საჭიროა მოხდეს სწორი, დაბალანსებული კვება. იმისათვის რომ მცენარემ შეძლოს, მაქსიმალურად აითვისოს ჩვენს მიერ მიწოდებული მიკრო ელემენტები, სასურველია სასუქის შეტანა ნიადაგში მოხდეს 2 ეტაპად გვიან შემოდგმომასა და ადრე გაზაფხულზე.
სასუქის სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია ატმისთვის. როგორც ვიცით მჟავე და ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებში არსებული ალუმინის, რკინის, მაგნიუმისა და კალიუმის ფოსფორთან ურთიერთქმედება წარმოქმნის მცენარისათვის შეუთვისებელ ფოსფოროვან ნაერთებს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ქართულ ბაზარზე დღესდღეობით გამორჩეულია, ფრანგული კომპანია TIMAC AGRO-ს წარმოებული ინოვაციური კომპლექსური სასუქები: ბაზიფერტილ ევროპაკი და ევროტიმ დუო. მიკრო და მაკრო ელემენტების გარდა, მათ შემადგენლობაში შედის დაპატენტებული მცენარეული წარმოშობის ორგანული კომპლექსი – MPPA, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და სასუქის შემადგენლობაში შემავალ ფოსფორს იცავს დაბლოკვისაგან როგორც ტუტე, ასევე მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგებში. ახალშენ ატმის ბაღში რეკომენდირებულია გამოვიყენოთ ევროტიმ დუო, რადგან მას აქვს ფოსფორის მაღალი პროცენტულობა; ფოსფორი ხელს უწყობს მცენარის ფესვთა სისტემის სწრაფ და ძლიერ განვითარებას. სრულ მსხოიარე ატმის ბაღში, უმჯობესია გამოვიყენოთ ევროპაკი, მასში კალიუმის მაღალი შემცველობის გამო, რადგან სწორედ კალიუმი განაპირობებს ნაყოფის ზომას და გემოვნურ თვისებებს.
წყრო: https://extension.uga.edu/publications/detail.html?number=C877
კარტლისი – გონივრული აგრობიზნესისთვის.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. https://cartlis.ge/