
მოლდოვას რესპუბლიკამ, ქვეყნის სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო სუბსიდიების გაცემის წესები შეცვალა. ახალი წესები, 2026 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება.
სუბსიდიების მისაღებად, სოფლის მეურნეობის მწარმოებლებმა უნდა დაიცვან გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტანდარტები. ეს და სხვა მრავალი დებულება მოცემულია 8 ივლისს გამოქვეყნებულ კანონში „სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის დაფინანსების, მართვისა და მონიტორინგის შესახებ“.
კანონი პარლამენტმა 2025 წლის 29 მაისს დაამტკიცა და ახალი წლიდან ამოქმედდება.
დოკუმენტს ეროვნულ კანონმდებლობა, ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მოჰყავს. ეს აუცილებელია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიზნებთან მისი თავსებადობისთვის.
გარდა ამისა, ცვლილებები აუცილებელი იყო სოფლის მეურნეობის დახმარების ფონდების მართვის უფრო კოორდინირებული სისტემის უზრუნველსაყოფად და სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
„ლოგოს პრესის“ ცნობით, კანონი უფრო მკაფიოდ არეგულირებს სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ეროვნული ფონდიდან, ადგენს რესურსებზე წვდომის კრიტერიუმებს. ინვესტიციის შემდგომი სუბსიდიები უქმდება და წინასწარი გადახდების დიაპაზონი ფართოვდება.
თანხები გამოიყოფა სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებისთვის, სოფლის მეურნეობაში ინოვაციების ხელშეწყობისთვის, ფერმების მოდერნიზაციისთვის და ა.შ. პრიორიტეტულ სექტორებად განისაზღვრა მეცხოველეობა და მეხილეობა. სუბსიდიები აგრთვე გაიცემა ბოსტნეულისა და შაქრის ჭარხლის მოყვანისთვის.
კიდევ ერთი ახალი დებულება ეხება აგრარული პოლიტიკის სტრატეგიული პროგრამის განხორციელებას. მას მთავრობა ხუთი წლის ვადით დაამტკიცებს და დაადგენს ინტერვენციის სტრატეგიებს, ინდიკატორებს, პირობებსა და ფინანსურ რესურსებს მისი განხორციელებისთვის. წელს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ეროვნული ფონდი 1.9 მილიარდ ლეის (304162271$) შეადგენს.