ევროკავშირი ხილისა და ბოსტნეულის პლასტმასის შეფუთვას აკრძალავს

პლასტმასის, შეფუთვის, აკრძალვა

ევროპარლამენტმა და საბჭომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას შეფუთვის შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების განახლებულ წესებზე.

ევროკომისიის თანახმად, ახალი წესეები, რომელიც ცნობილია როგორც შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების რეგლამენტი (PPWR), გააუმჯობესებს სურსათის უვნებლობას და ხელს შეუწყობს ცირკულარულ ეკონომიკას.

ამის შესახებ Fruitnet-ი იუწყება.

შეთანხმება, რომელიც ძალაში შესვლამდე ჯერ ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ, ადგენს შეფუთვის შემცირებას: 5% 2030 წლისთვის, 10% 2035 წლისთვის და 15% 2040 წლისთვის. ის ასევე მოითხოვს ევროკავშირის ქვეყნებს, შეამცირონ პლასტიკური შეფუთვის ნარჩენები.

შეთანხმების თანახმად, 2030 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შეფუთვის სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის დაუმუშავებელი ახალი ხილისა და ბოსტნეულის შეფუთვისთვის.

მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყველა შეფუთვა უნდა იყოს გადამუშავებადი, აკმაყოფილებდეს მკაცრ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა განისაზღვროს გადამუშავების კანონმდებლობით. ზოგიერთი გამონაკლისი არის მსუბუქი ხის, კორპის, ტექსტილის, რეზინის, კერამიკის, ფაიფურის ან ცვილის შემთხვევაში.

თქვენი რეკლამა