პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან Pinkjain F1

პომიდორის

კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.

Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.

Pinkjain F1-ის სავეგეტაციო პერიოდი 65-70 დღეა, ნაყოფის ფორმა კი ბრტყელი-მრგვალია, აღსანიშნავი ისიც, რომ აღნიშნული სელექციის საშუალო წონა 220-250 გრამია და იგი პრიალა ვარდისფერი შეფერილობისაა. განსაკუთრებულად მაღალი მედეგობისა და ტრანსპორტაბელურობის გათვალისწინებით იგი შესანიშნავი სახეობაა სარეალიზაციო მიმართულებისთვის.

ახალი მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი, გამოირჩევა სტრესისადმი მაღალი მედეგობით. ადვილად ეგუება სხვადასხვა პირობებს. ნაყოფი არის ვარდისფერი შეფერილობის, მკვრივი ბრტყელი მომრგვალო ფორმის. ახასიათებს კარგი ტრანსპორტაბელურობა და შესანიშნავი სასაქონლო სახე. გამოირჩევა კარგი გემოვნური თვისებებით და მაღალი მოსავლიანობით.

კარტლისი მუდმივად ცდილობს საქართველოში სიახლეების და თანამედროვე მიდგომების დანერგვას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის მიზანს ხელი შეუწყოს საქართველოში ფერმერული მეურნეობების მდგრადობასა და განვითარებას.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. http://www.cartlis.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.

თქვენი რეკლამა