ჩინეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს სიკვდილი მიუსაჯეს

სიკვდილით, დასჯა, ჩინეთი

ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სასოფლო საქმეთა ყოფილ მინისტრს ტანგ ჟენძიანს ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა აღიარების გამო სასჯელი გადაუვადეს.

ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ტანგ ჟენჯიანმა 2007 წლიდან 2024 წლამდე სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას აიღო ქრთამი, მათ შორის 268 მილიონ იუანზე მეტი ღირებულების (37.6 მილიონი აშშ დოლარი) ქონება და ნაღდი ფული.

ჩანჩუნის შუალედურმა სახალხო სასამართლომ, მისი სიკვდილით დასჯა ორი წლით შეაჩერა და აღნიშნა, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული.

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ტანგ ჟენძიანი 2024 წლის ნოემბერში გარიცხა, ექვსი თვის შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა სააგენტომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და თანამდებობიდან გაათავისუფლა. ის ჩინეთის ბიუროკრატიაში წმენდის ტალღაში მოჰყვა, რომელიც 2020 წელს დაიწყო და თავდაცვის მინისტრ ლი შანფუსა და მისი წინამორბედის, ვეი ფენგეს წინააღმდეგ გამოძიება გამოიწვია.

მინისტრად დანიშვნამდე ტანგ ჟენძიანი (2017 წლიდან – 2020 წლამდე, დასავლეთის პროვინცია განსუს გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

თქვენი რეკლამა