მოლდოვაში მევენახეობა-მეღვინეობის ელექტრონული რეესტრი შეიქმნა, რომელშიც დარეგისტრირება ინტერნეტით არის შესაძლებელი.
პროექტი რეალიზირებულია მოლდოვის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის და ღვინისა და ყურძნის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჩეხეთის განვითარების ფონდის, ჩეხეთის საელჩოს და ჩეხური კომპანიის Tender System-ის მხარდაჭერით.
პროექტის ჩეხი ხელმძღვანელის, პეტრ ვაცულიკის (Petr Vaculik) სიტყვებით, პროექტის განხორცილების პერიოდში მისი გუნდი, ჩეხეთის გამოცდილების სრულად გამოყენებას შეეცადა და იმედი გამოთქვა, რომ რეესტრი ისეთივე წარმატებული იქნება როგორც ჩეხეთში.
Tender System-ის დირექტორის იან რადეკის განცხადებით მისი კომპანია რეესტრის გაშვების შემდეგაც გააგრძელებს პროგრამის სრულყოფას.
მევენახეობა-მეღვინეობის ელექტრონული რეესტრის შემუშავების კონტრაქტის მიხედვით, ჩეხური მხარე გაშვებიდან 2 წლის განმავლობაში განაგრძობს პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას.
დღეისთვის რეესტრში უკვე 20 ათასი მეღვინეა დარეგისტრირებული.