აზერბაიჯანი აგროსექტორისთვის უცხოელ ინვესტორებს მოიზიდავს

აზერბაიჯანი, აგროსექტორი, ინვესტორი

აზერბაიჯანის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სექტორის დასაფინანსებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს მოიზიდავს.

აზერბაიჯანი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვის მიზნით.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაჯნუნ მამედოვმა ჟურნალისტებს COP29-ის (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესია) ფარგლებში განუცხადა.

„აზერბაიჯანი აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოსაზიდად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორ ძირითად მიმართულებას: წყალმომარაგების გაუმჯობესებას და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვას. მოსალოდნელია დამატებითი შეხვედრები და დისკუსიები დაფინანსებისა და ერთობლივი ქმედებების დეტალების შესათანხმებლად. აზერბაიჯანი ცდილობს უზრუნველყოს, რომ მისი სოფლის მეურნეობის სექტორი გახდეს მდგრადი განვითარების მაგალითი გლობალური კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, – განაცხადა მან.

აზერბაიჯანმა წარმოადგინა Harmonia, ახალი კლიმატური ინიციატივა ფერმერებისთვის. Harmonia-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობა კლიმატის ცვლილების მიმართ უფრო მდგრადი გახადოს.

თქვენი რეკლამა