აზერბაიჯანელი მებაღეები ხურმის წარმოებას ზრდიან, ყიდიან მას შიდა ბაზარზე და მასთან აქტიურად ახორციელებენ ექსპორტს, გარდა უკვე ჩამოყალიბებული საექსპორტო ქვეყნებისა აზერბაიჯანი ავითარებს ახალ ბაზრებს, იუწყება EastFruit.
„აზერბაიჯანული ხურმა უკვე ექსპორტირებულია უნგრეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ესტონეთში, ასევე მოლდოვაში, ბელორუსიაში, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში“, – თქვა გადირ იუსიფოვმა, აზერბაიჯანის ხურმის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
გადირ იუსიფოვის თქმით, ქვეყანა აპირებს ხურმის ექსპორტის გაზრდას ევროპის სხვა ქვეყნებში.
„2023 წელს აზერბაიჯანმა 187,1 ათასი ტონა ხურმა აწარმოა, რაც 1,5%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. აქედან 127,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 164,9 ათასი ტონა ხურმაა ექსპორტირებულია, ეს რეკორდული მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ“-ამბობს გადირ იუსიფოვი.
იხილეთ აგრეთვე: ხურმა – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება