
ბრიტანული კომპანია Fresh4u უზბეკეთიდან ალუბლის, ნესვის, პომიდვრის და კიტრის იმპორტირებას მოახდენს.
უზბეკეთის რესპუბლიკის საკარანტინო და მცენარეთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები ეწვივნენ მსხვილ საბითუმო კომპანია Fresh4u-ს, რომელიც დაკავებულია ხილისა და ბოსტნეულის იმპორტით და მდებარეობს ლონდონის უდიდეს საბითუმო ბაზარზე – Western International Market.
ვიზიტის ფარგლებში შეისწავლეს კომპანიის საქმიანობა, დიდი ბრიტანეთის ბაზრის მდგომარეობა, ხილ-ბოსტნეულ პროდუქტებზე მოთხოვნა და აგრეთვე ხარისხის მოთხოვნები.
როგორც UzDaily.uz იტყობინება, კომპანიის დირექტორთან მიღწეული იქნა შეთანხმება, უზბეკეთიდან ალუბლის, ნესვის, პომიდვრისა და კიტრის მიწოდების შესახებ წინასწარი საექსპორტო ხელშეკრულებების გაფორმებაზე.
ჯერ კიდევ თებერვალში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რავშან უსმანოვი Wholefoods Glasgow-ისა და Foodasia-ის აღმასრულებელ დირექტორს მუჰამედ ხანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს უზბეკეთის სოფლის მეურნეობისა და ტექსტილის პროდუქციის ბრიტანულ ბაზარზე ექსპორტის ორგანიზებისა და უცხოელი პარტნიორების მოძიების საკითხები.