არაყი ორგანული სორგოსგან

არაყი, ორგანული, სორგო

მაოტაი (Maotai) ჩინეთში პოპულარულია არაყია 53% -იანი ალკოჰოლით, მას ამზადებენ ორგანული სორგოსგან. სასმელის გაყიდვების ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო მატულობს სორგოს კულტივირება, რაც სოფლების ღარიბი მოსახლეობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

ჩინური კომპანია Maotai Group, სორგო არაყის მთავარი მწარმოებელი, დიდი ინვესტიციებს დებს ჩინეთში სორგოს ფართობების გასაზრდელად, მათ შორის ორგანული სადემონსტრაციო სათბურების მშენებლობის გზით.

საწყის ეტაპზე პროექტის ჯამური ინვესტიცია 610 მილიონი იუანია (86 მილიონი აშშ დოლარი).

კომპანია დაბალი და საშუალო მოსავლის მქონე ფართობების მაღალი სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად გარდაქმნას თავის თავზე იღებს, საჭიროების შესაბამისად გაჰყავს არხები, გზები, აკეთებს ჭაბურღილებს და მიმართავს ნიადაგის გაუმჯობესების სხვა მექანიკურ და აგრონომიულ ღონისძიებებს.

2020 წელს მაოტაის ჯგუფმა უკვე ჩადო ინვესტიცია 281 მილიონი იუანი (40 მილიონი აშშ დოლარი) ორგანული სორგოს პლანტაციის სადემონსტრაციო ბაზის მშენებლობაში – ქალაქ რენჰიუში, რათა, სხვა საკითხებთან ერთად, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას მეზობელ სოფელ ანლიანში, კულტურის მოვლა-მოყვანაში სოფლის მოსახლეობის ჩართვით.

ანლიანში ტერიტორიის 60% -ზე მეტი მიწათმოქმედებისთვის ნაკლებად შესაფერისი იყო. მრავალი წლის განმავლობაში მიტოვებული სავარგულების აღდგენის შემდეგ, გლეხები მზად არიან მუშაობა დაიწყონ.

სორგო, ბიო, ორგანული, არაყი

ფერმერებმა უნდა დანერგონ ეკოლოგიური მეურნეობის სხვადასხვა მოდელები, მაგალითად, შერეული თესვა „სორგო + პარკოსნები + მწვანე სასუქი“. ეს პლატფორმა შემდეგში გაერთიანდება სხვებთან, რაც ხელს შეუწყობს სპირტიანი სასმელის ნედლეულის ერთიანი საწარმოო ქსელის ჩამოყალიბებას.

კომპანიის კიდევ ერთი ობიექტი – მზა სადემონსტრაციო სათბურია ქალაქ ვუმაში.

ორგანული სორგოს ჩითილებისთვის სათბურების მშენებლობა წარმოების სტანდარტიზაციის ერთ-ერთი ეტაპია, ისევე როგორც ორგანული სასუქებითა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით ფერმერების უზრუნველყოფა.

მაოტაის ჯგუფი ქმნის ტექნიკურ ცენტრებს, სადაც ფერმერებს შეუძლიათ შეღავათიანი სესხის აღებაც სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და აღჭურვილობისთვის.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მიესალმებიან სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობას და ეხმარებიან ფერმერებს სორგოს ორგანული წარმოებისთვის გაერთიანებაში, რადგან კოოპერაციული მეურნეობა უფრო მომგებიანი და ეკონომიკურად უსაფრთხოა როდესაც საქმე მცირე ფერმერებს ეხება.

კრედო ბანკი