დღეში 50 კილოგრამი მიკომწვანილი (microgreens), ეს არის ერთ-ერთი ურბანული მეურნის ყოველდღიური მოსავალი, რომელსაც ვერტიკალურ ფერმაში იღებს.
ქალაქში ფერმა მომგებიანი ბიზნესია. ოდესელ ივან ვორობიოვს უკვე 7 წელია ვერტიკალურ ფერმაში მწვანილი მოჰყავს. ყოველდღიურად აქ დაახლოებით 50 კილოგრამი მოსავალს იღებენ, კულტურიდან გამომდინარე ოდესაში მხოლოდ 100 გრამი მწვანილი 1-დან 3 დოლარამდე ღირს.
განათლებით ივან ვორობიოვი მზარეულია და რესტორანში მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ჯანსაღი კვებით დაინტერესდა და გადაწყვიტა უკრაინაში დამოუკიდებლად განევითარებინა ევროპაში პოპულარული მიკრომწვანილის (ახალგაზრდა 10-20 დღიანი ყლორტები – მზესუმზირის, ბოლოკის, ბარდის, მდოგვის, წიწიიბურას, წიწმატის და სხვა) წარმოება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჯანსაღი კვების სამზარეულოში.
როგორც ინტერნეტ – პორტალი seeds.org.ua წერს, თავდაპირველად ივან ვორობიოვი მწვანილს საკუთარ ბინაში აწარმოებდა. შემდეგ შეეცადა აღებული მოსავალი გაეყიდა.
თავიდან ბიზნესი არ წაუვიდა. რესტორანში მუშაობის და აგრობიზნესის (თუნდაც ასეთი მოკრძალებული მასშტაბით) შეთავსება არარეალური აღმოჩნდა. ივან ვორობიევი რისკზე წავიდა და საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტა. მან მიზნად ინდუსტრიული მასშტაბის ვერტიკალური ფერმის შექმნა დაისახა და ასეთი პროექტისთვის ახალბედა ფერმერმა პარტნიორებიც იპოვა.
ოდესის ურბანული ფერმერების პირველი გამოცდილება ძველი საბჭოთა სათბურის იჯარით აღება იყო, რომლის რეკონსტრუქცია 10 000 დოლარი დაჯდა. თუმცა, ამ სათბურში შესაბამისი, სტაბილური მიკროკლიმატის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. აზრი არ ჰქონდა აქ მიკრომწვანილის წარმოების გაგრძელებას, მაგრამ იდეა მაინც მოგებიანი ჩანდა. პარტნიორებმა ახალი ადგილის ძებნა დაიწყეს.
ივან ვორობიოვის ფერმა საცხოვრებელი სახლის დიდ სასარდაფე ფართში (350მ2) განთავსდა, რომელიც ასევე იჯარით აიღეს. ბიზნესის გადატანის და ახალი მოწყობილობების შეძენის გამო ინვესტიცია 5000 დოლარით გაიზარდა.
ახალ ადგილზე დარგეს ბარდა, მდოგვი, კომბოსტო, მზესუმზირა, ჭარხალი (ოცამდე სახეობის მიკრომწვანილი), ასევე საკვები ყვავილები. კომპანიას „მწვანე შეფი“ დაერქვა.
თავდაპირველად, აქაც არც ისე კარგად მიდიოდა საქმეები. ფერმერი ამას დაქირავებულ მუშათა დაბალი კვალიფიკაციით ხსნიდა.
ბიზნესი განვითარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როცა ფერმერი კარგად გაეცნო მცენარეთა მოყვანის ტექნოლოგიას და პერსონალსაც მიაწოდა შესაბამისი ცოდნა. ამჟამად კომპანიაში შვიდი თანამშრომელია.
სარდაფში განლაგებულია სიმაღლეში 4-5 რიგად გამართული თაროები (სტელაჟები), რომლებზეც მიკრომწავნილი მოჰყავთ. განთავსებულია აგრეთვე სპეციალური ფიტო და ლედ ნათურები. გამოიყენება სპეციალური სუბსტრატი (ზოგადად სხვადასხვა ნარევია, როგორც ჩითილების გამოზრდისას).
მიკრომწვანილის დათესვიდან მოსავლის აღებამდე 2-3 კვირაა.
ყოველდღიურად აქ დაახლოებით 50 კგ. მოსავალს იღებენ, კულტურიდან გამომდინარე 100 გრ. მიკრომწვანილის სარეალიზაციაო ფასი 1-დან 3 დოლარამდეა.
რამდენიმე წლის წინ, თბილისში, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის „ბიოაგროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით გეგეჭკორმაც დაიწყო მიკრომწვანილის წარმოება, მართალია მის ბიზნესს ამ მასშტაბისთვის არ მიუღწევია, მაგრამ იგი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას.
იხილეთ აგრეთვე: მიკრომწვანილი – მიკრომწვანილის მოყვანა სახლში