როგორ ვებრძოლოთ თხილის კვირტის ტკიპას?

თხილის

თხილის კვირტის ტკიპა საქართველოს ყველა რეგიონში არის გავრცელებული და ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბაღებს. მავნებელმა პლანტაციის 70%-იც კი შეიძლება გაანადგუროს. ამ დროს ყველაზე ეფექტური გზა დაზიანებული კვირტის მექანიკურად მოცილება, ნაკვეთიდან გატანა და დაწვაა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მეურნეობის მონიტორინგი, დროული წამლობა და პრეპარატის სწორად შერჩევა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მოსავალზე მიყენებული ზიანი.

როგორ ამოვიცნოთ თხილის კვირტის ტკიპა?

ტკიპა სახლდება  თხილის მცენარის კვირტებზე, რის შედეგადაც კვირტები არანორმალურად ვითარდება ან საერთოდ ვერ იშლება. დაზიანებული სანაყოფე კვირტები განიცდიან დეფორმაციას და გაფურჩქნილ ყვავილს მოგვაგონებს, მათი ზომა საღთან შედარებით 4-ჯერ დიდია. ასევე, საფოთლე კვირტები გაზაფხულზე საგრძნობლად არის გაფურჩქნილი და დაახლოებით 20-ჯერ დიდია საღ კვირტებთან შედარებით. დამახინჯებული კვირტები თვალსაჩინოა ზამთრის პერიოდიდან და იმატებს ადრე გაზაფხულამდე. დაზიანებული კვირტები გაზაფხულზე არ იშლება, ხმება და ცვივა, ანდა ზოგჯერ იძლევა განუვითარებელ ყლორტებს.

გამოზამთრებული ტკიპების გაზაფხულის მიგრაცია იწყება აპრილ-მაისში, ხოლო ზაფხულის მიგრაცია ივლისი-აგვისტოში. ინტენსიური გამრავლებისას ერთ კვირტში 30000- მდე ტკიპა შეიძლება აღმოჩნდეს.

როდის უნდა დავგეგმოთ წამლობა?

კვირტის ტკიპასთან წარმატებულ ბრძოლას აბრკოლებს ის გარემოება, რომ იგი კვირტში ცხოვრობს და დაცულია სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისგან.

ტკიპების მიგრაცია ძველი კვირტებიდან იწყება აპრილში მაშინ, როდესაც დღე-ღამური საშუალო ტემპერატურა 13-14 -ს მიაღწევს, ხოლო ფარდობითი ტენიანობა 50-60%-ია. მიგრაცია უფრო აქტიურად მიმდინარეობს მაისის თვეში, ამ დროს ტკიპები კვირტის გარეთ არიან მოფენილნი, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. პროცესი მიმდინარეობს მზიან ამინდებში, ხოლო წვიმისას კი შეჩერებულია.დაზიანებულ კვირტებში ზრდასრულ ტკიპებთან ერთად გვხვდება კვერცხებიც, საიდანაც მავნებელი იჩეკება და საღ კვირტებზე ვრცელდება.

მიგრაციის პიკში ჩატარებული წამლობა არის ყველაზე ეფექტური.

რა მოვიმოქმედოთ კვირტის ტკიპის წინააღმდეგ?

მონიტორინგი აუცილებელია იმისათვის, რომ წამლობის სწორი პერიოდი დავადგინოთ.

კვირტის ტკიპასთან ბრძოლის გამოცდილი და ეფექტური გზა არის „პირატით“ წამლობა, რომელიც ზრდასრულ ტკიპასთან ერთად ანადგურებს მის კვერცხებსაც. „პირატის“ გამოყენება მიწანშეწონილია აპრილ-მაისში, როდესაც ტკიპები იმყოფებიან ფოთლისა და ყლორტის ზედაპირზე. „პირატი“ არ აზიანებს სასარგებლო მწერებს.

გაეცანით „პირატის“ უპირატესობებს ლინკზე: https://baraka.ge/product/pirati/

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით WWW.BARAKA.GE  | 032 204 44 49

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა