როგორ დავეხმაროთ სტრესულ პირობებში მცენარეს ამინომჟავების გამოყენებით?!

ამინომჟავების

მცენარის განვითარებისას,  სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში,  ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამინომჟავების მნიშვნელობა და როლი ბევრად უფრო თვალსაჩინოა. ამ ნივთიერების  შესწავლის პროცესში მეცნიერები მუდმივად აწყდებიან ახალ და საინტერესო აღმოჩენებს, რაზე დაყრდნობითაც მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ფუნქციები მცენარეში ფაქტობრივად უსასრულოა.

ამინომჟავები ორგანული ნაერთია, რომელიც მცენარეს ეხმარება გამოიმუშაოს ქლოროფილი, რაც ფოტოსინთეზისას შთანთქავს მზის ენერგიას და მას საკვებ ნივთიერებად  გარდაქმნის.

ამინომჟავები მცენარეში არსებულ სხვადასხვა ფერმენტებზე დიდ გავლენას ახდენს, ასტიმურილებს სასარგებლო ვიტამინების სინთეზს და უზრუნველყოფს მცენარეს ორგანული აზოტით. გარდა ამისა, ზრდის მცენარის რეზისტენტობას მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ.

მარტივად  შესამჩნევია ისიც, რომ ეს ორგანული ნაერთი ხელს უწყობს ნაყოფის ფორმირებას,  ზრდის შაქრის შემცველობას და კვებით ღირებულებას, რის ფონზეც ნაყოფს ახასიათებს უკეთესი ზომა, არომატი და ფერი.

საყურადღებოა  ამინომჟავების მნიშვნელობა აბიოტური სტრესის დროს მცენარეში.

რა იგულისხმება აბიოტურ სტრესში?!

ეს არის ისეთი ნეგატიური ფაქტორები, როგორიცაა დაბალი ან მაღალი ტემპერატურა, გვალვა, ჭარბი ტენი, მავნებლის დაზიანებები, სოკოვანი დაავადებები, ფიტოტოქსიკურობა და ა.შ. ყოველივე ეს  მარტივად შესაძლებელია აისახოს მცენარის მეტაბოლიზმზე, მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე.

სტრესული პირობების წარმოქმნამდე, მისი მიმდინარეობისას ან თუდაც შემდგომ, ფერმერებისთვის რეკომენდირებულია ამინომჟავების გამოყენება , რათა მისი მიწოდებით დაეხმარონ მცენარეს აღდგენითი პროცესების წარმართვაში.

აგროკომპანია „ბარაქა“ გირჩევთ პროდუქტ ამინო 80-ს, რომელიც მცენარეული წარმოშობის ორგანული სასუქია და მისი შემცველობის 80%-ს წარმოადგენს სწორედ ამინომჟავები. ის არის მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ჰორმონალური პროცესების აქტივატორი, ხელს უწყობს და ააქტიურებს მიკროელემენტების შეთვისებას, შექმნილია მცენარის ფიზიოლოგიური აქტივობის გასაზრდელად და ეხმარება მას მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენაში.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.
დამატებითი კითხვებისთვს ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს: https://baraka.ge/

თქვენი რეკლამა