მცენარეთა კვებითი სტატუსის მონიტორინგის ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს ფოთლის ანალიზი, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით ივლისი-აგვისტოს პერიოდში. ამ პერიოდში ფოთოლს დასრულებული აქვს ზრდა და მისი მინერალური შემადგენლობა სტაბულურია.
აღსანიშნავია რომ, სეზონის დასაწყისში შემუშავებული კვების სქემის ეფექტურობა, შედეგიანობა მოწმდება შუა სეზონზე ფოთლის ანალიზის ჩატარებით. ფოთლის ანალიზით მიღებული შედეგები გვაწვდის ინფორმაციას ნაყოფის დამწიფების/ მოსავლის აღების შემდეგ სასუქების შეტანის საჭიროებასა და მათი რაოდენობის შესახებ. კვების მონიტორინგის ამ მეთოდით მოწმდება მცენარის კვებითი სტატუსი და ფერმერის მიერ მიღებული კვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სისწორე.
ივლისი-აგვისტოს პერიოდში ფოთლის ანალიზის ჩატარებით:
→ შეიტანთ ცვლილებებს უკვე არსებულ კვების სქემაში და შეამოწმებთ მის ეფექტურობას;
→ გაიგებთ, ნაყოფის დამწიფების, მოსავლის აღების შემდეგ სასუქების შეტანის აუცილებლობას და შესატან რაოდენობას.
ჩაატარეთ ფოთლის ანლიზი კარტლისის დახმარებით საერთაშორისო ესპანურ AGQ ლაბორატორიაში და მონიტორინგი გაუწიეთ თქვენი კვების სქემის სისწორეს და ეფექტურობას. დაგეგმე მოსავალი კარტლისთან ერთად!
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
http://www.cartlis.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. ისარგებლეთ მითითებული ბმულით.