ხობისწყალში ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს

ხობისწყალი, მდინარის, კალმახი

ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე ხობისწყლის შენაკადებში 50 000-მდე ლიფსიტი გაუშვეს.

მდინარის გათევზიანება ველური ბუნების სააგენტოსა და კომპანია შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს. მემორანდუმი მდინარე ხობისწყლის შენაკადების დათევზიანებას ითვალისწინებს.

სააგენტომ, გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის, ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.

სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია აქტუალური.

ხობისწყალი, მდინარის, კალმახი

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა.

იხილეთ აგრეთვე: ნაკადულის კალმახი – საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობა

თქვენი რეკლამა