ჰერბიციდი არის ისეთ ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება არასასურველი მცენარეების გასანადგურებლად. მცენარეზე მოქმედების ხასიათის მიხედვით ჰერბიციდები იყოფა ორ ჯგუფად, ერთიანი მოქმედების ანუ ტოტალური ჰერბიციდები, რომლებიც ანადგურებენ მცენარეების მაქსიმალურად ფართო სპექტრს და შერჩევითი მოქმედების ანუ სელექციური ჰერბიციდები, რომლებიც ანადგურებენ ზოგიერთი სახის მცენარეს. პირველი ტიპის ჰერბიციდებს იყენებენ სარეველებისა და ბუჩქის გასანადგურებლად როგორც სასოფლო-სამეურეო მინდვრებში, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე, ხოლო მეორე ტიპის ჰერბიციდს კულტურულ ნათესებში სარეველების გასანადგურებლად.
სარეველები უარყოფითად მოქმედებენ ყველა სახის კულტურულ მცენარეებზე, ისინი კონკურენციას უწევენ კულტურულ მცენარეებს სასიცოცხლო რესურსების გამოყენებაში ნიადაგიდან გამოაქვთ საკვები ნივთიერებები და ტენი, ჩრდილავენ მათ, აბინძურებენ პროდუქციას, წარმოადგენენ მრავალი დაავადების წყაროს და მავნებელთა თავშესაფარს, ამცირებენ ნიადაგის ნაყოფიერებას და ა.შ.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებში მაქსიმალურად ექცევა ყურადღება სარეველების საწინააღმდეგო საშუალებების პრაქტიკაში გამოყენებას.
მაგალითად, კაილეო სპობს მცენარეთა ფართო სპექტრს, მათ შორის კულტურულსაც, ხოლო ალატანი გამოიყენება სიმინდის ნათესებში და იგი აზიანებს მხოლოდ სარეველების გარკვეულ ჯგუფებს.
ჰერბიციდები განსხვავდებიან გამოყენების ვადების მიხედვით _ თესვამდე და დარგვამდე, თესვისა და დარგვის პერიოდში აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომი .
თანამედროვე ჰერბიციდები, რომლებიც გამოიყენებიან კულტურის აღმოცენებამდე, გამოირჩევიან აქტიურობის ვადის ხანგრძლივობით. იგი ხშირად 11-12 კვირას გრძელდება. რაც ხელს უშლის სარეველების მეორე ტალღის გაჩენას. მას ნათესები უკვე საკმაოდ მოძლიერებული ხვდებიან და სარეველებსაც უჭირთ მათთვის ზიანის მიყენება.
ჰერბიციდები ასევე განსხვავდებიან მოქმედების მექანიზმის მიხედვითაც: კონტაქტური და სისტემური. კონტაქტური ჰერბიციდები მოქმედებენ მცენარეზე უშუალო კონტაქტის გზით, აზიანებენ მცენარის მხოლოდ იმ მწვანე ნაწილს, რომელსაც პრეპარატი ხვდება. მაშინ, როცა სისტემური ჰერბიციდები, მცენარის მწვანე ნაწილებზე(ფოთლები და ჯერ კიდევ მწვანე ამონაყარები) მოხვედრისას, სწრაფად გადაადგილდებიან მცენარის მთელ ორგანიზმში და მის დაღუპვას იწვევენ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტურია იმ სარეველების წინააღმდეგ, რომელთაც მძლავრი ფესვთა სისტემა გააჩნიათ.
მაგალითად სისტემური ჰერბიციდია კლინი და კლინ იქსტრიმი, ხოლო კონტაქტური ჰერბიციდია კაბუკი და გოალი 2ე.
სარეველების ადრეული განადგურება უზრუნველყოფს იმას, რომ მხოლოდ კულტურული მცენარეები მიიღებენ საკვებ ნივთიერებებს, წყალსა და სინათლეს შეუფერხებელი განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაცისთვის ეწვიეთ კარტლისის აგრო მაღაზიას