ყვავილობა ყველა კულტურისთვის მნიშვნელოვანი ვეგეტაციური ფაზაა, რადგანაც მაგ დროს მიმდინარე დამტვერვის პროცესი განსაზღვრავს ნაყოფის გამონასკვას და პოტენციურ მოსავალს.
კაკალისთვის დამახასიათებელია მდედრობითი და მამრობითი ყვავილების არაერთდროული გამოსვლა. მამრობითი ყვავილი უფრო ადრე გამოდის და გამოყოფს დამტვერვისთვის საჭირო მტვერს. ხოლო მდედრობითი ყვავილი მოგვიანებით ყვავილობს.
იმისათვის რომ დამტვერვის პროცესი სწორად წავიდეს მამრობითი ყვავილიდან გამოყოფილი მტვერი უნდა მოხვდეს მდედრობით ყვავილზე, რის შემდეგაც მოხდება ფერტილიზაცია. იმ შემთხვევაში თუ მდედრობითი ყვავილის გამოსვლა არ დაემთხვევა მამრობითი ყვავილისმიერ მტვრის გამოყოფას დამტვერვის პროცესი არ გვექნება და ფერმერი მოსავლს ვერ მიიღებს. ამ პრობლემიდან გამომდინარე ნებისმიერი ფერმერისთვის სასურველია მამრობითი და მდედრობითი ყვავილების გამოსვლებს შორის დროის შემცირება ე.ი. უნდა მივაღწიოთ ყვავილების თანმიმდევრულ გამოსვლას რის შედეგადაც ეფექტური დამტვერვა და სრული ყვავილობა გვექნება, რაც თავის მხრივ გაგვიზრდის მოსავალს.
მდედრობითი ყვავილი მამრობითი ყვავილი
ამ პრობლემის გადასაჭრელად, კარტლის აგროსისტემების მიერ ჩუმლაყში, 6 წლის კაკალში გამოიცადა ესპანური წარმოების სტიმულატორი- უნიბროტი.
უნიბროტი ხელს უწყობს კვირტების ერთდროულ, თანმიმდევრულ გაშლას, რის შედეგადაც ყვავილობა მიმდინარეობს თანაბრად, ნაყოფის გამონასკვის მაღალი ხარისხით. პროდუქტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ამინომჟავები, კალციუმი და აზოტი რომლებიც უზრუნველყოფენ იმ კვირტების განვითარებას, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ამას ვერ შეძლებდნენ.
უნიბროტის ამგვარი მოქმედებით, კაკალში კვირტები ერთდროულად იხსენება და მამრობითი და მდედრობითი ყვავილების გამოსვლა ერთმანეთს უახლოვდება და დამტვერვაც უფრო ეფექტურად წარიმართება.
უნიბროტის ეფექტური მოქმედებისთვის იგი აუცილებლად უნდა შევიტანოთ კვირტების გახსნამდე 15-30 დღით ადრე. აგრეთვე, აუცილებელია პროდუქტით კვირტებისა და ტოტების სრული, კარგი დასველება. ჩვენს შემთხვევაში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე უნიბროტი შევიტანეთ კვირტების გაშლამდე 30 დღით ადრე (7 მარტს), შემდეგი ხარჯვის ნორმით: 5ლ უნიბროტი 100ლ წყალში.
დაკვირვებისათვის უნიბროტით დავამუშავეთ რამდენიმე ზოლი ხოლო დანარჩენი ფართობი საკონტროლოდ დავტოვეთ. ორივე ზოლის კვება და წამლობა ერთნაირად მიმდინარეობდა სეზონის განმავლობაში.
უნიბროტის შეტანის შემდეგ კარტლისის თანამშრომლები ნაკვეთზე ატარებდნენ ყოველკვირეულ მონიტორინგს და აკვირდებოდნენ არსებობდა თუ არა რაიმე განსხვავება დამუშავებულ და დაუმუშავებელ ზოლებს შორის. თავდაპირველად განსხვავება თვალით შესამჩნევი არ იყო. ნაყოფის ზრდის დასრულების ეტაპზე შესამჩნევი გახდა რომ უნიბროტით დამუშავებულ ხეებზე ნაყოფები ძირითადად ერთი ზომის იყო და ნაკლებად გვხვდებოდა წვრილი ზომის ნაყოფები ე.ი. მოხდა ნაყოფის ზომის კალიბრაცია.
მოსავლის აღების ეტაპზე ერთი და იგივე რაოდენობის ხეებიდან დამუშავებულ და საკონტროლო ზოლში ავიღეთ მოსავალი და ავწონეთ. რის შედეგად მივიღეთ რომ უნიბროტით დამუშავების შედეგად თითო ძირზე მოსავალი გაიზარდა 4 კგ-ით. მოსავლის ნამატი გამოწვეული უკვე გულების მაქსიმალური შევსებით.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“ http://www.cartlis.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ სტატიებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.